იამიმონღოლთა მიერ დაპყრობილ ქვეყნებში (მ. შ. საქართველოში) გზებზე აგებული სამხედრო სტრატეგიული საფოსტო სადგური. იამი დააარსა უგედეი-ყაენმა 1236 წელს, სახელმწიფოში მიმოსვლის საშუალებათა მოწესრიგების მიზნით. იამის თითოეულ უფროსს (იამჩის) მუდმივად უნდა ჰყოლოდა 20 ცხენოსანი გამყოლი, ცხენები, ჰქონდა ხარშებმული ურმები და აუცილებელი სანოვაგე. ყველაფერი ეს ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გაეღო.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იამი&oldid=3987004“-დან