იაკამბუს ეროვნული პარკი

იაკამბუეროვნული პარკი ვენესუელაში,[1] ლარას შტატში. მდებარეობს სიერა-დე-პორტუგესის სამხრეთ კალთებზე, რომელიც თავის მხრივ კორდილიერა-დე-ლოს-ანდესის შემადგენელი ნაწილია. პარკი შეიქმნა 1962 წელს, მდინარე იაკუმბუს აუზის დაცვის მიზნით, რომლის წყლებიც ხოსე-მარია-ოჩოა-პიეს წყალსაცავს ამარაგებს. რეზერვუარის მნიშვნელობა სასიცოცხლოდ დიდია ქალაქ ბარკისიმეტოს წყალმომარაგებასა და კიბორის მშრალი ველების ეკონომიკური განვითარებისთვის, სადაც დაცულ მიწას სასოფლო-სამეურნეო მიზნებისთვის იყენებენ.

იაკამბუს ეროვნული პარკი

Parque Nacional Yacambú

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
იაკამბუს ეროვნული პარკი
მდებარეობა ვენესუელის დროშა ვენესუელა
უახლოესი ქალაქი ბარკისიმეტო
კოორდინატები 9°38′ ს. გ. 69°40′ დ. გ. / 9.633° ს. გ. 69.667° დ. გ. / -9.633; -69.667
ფართობი 146 კმ²
დაარსდა 1962
მმართველი ორგანო ვენესუელის პარკების ეროვნული ინსტიტუტი

პარკის ზემო ნაწილში წარმოდგენილია ნოტიო ტროპიკული ტყეების მცენარეულობა, მათ შორისაა ორქიდეების 60 სახეობა, ქვეყანაში სულ არსებულის 14 %. ცხოველთაგან გავრცელებულია ღრიალა მაიმუნი, ირემი, დათვი მელერო და ა. შ. მრავლადაა ასევე ფრინველები და გველები.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. PARQUE NACIONAL YACAMBÚ Selva nublada y nacientes de ríos. http://www.inparques.gob.ve/index.php?parques=view&codigo=pn_0007&sec=1