იაგაილო (ვლადისლავ II იაგაილო; ლიეტ. Jogaila Algirdaitis, პოლ. Władysław II Jagiełło, ბელარ. Ягайла; (დ. დაახლოებით 1351 — გ. 1 ივნისი, 1434) — ვიტებსის მთავარი; ლიტვის დიდი მთავარი (იაგაილო, 1377–1381) კეისტუტთან ერთად (პირველად), (1382–1392, მეორედ); პოლონეთის მეფე (ვლადისლავ II იაგაილო) - 1386–1434) - იაგელონების დინასტიის ფუძემდებელი.

იაგაილო (ვლადისლავ II)
ლიეტ. Jogaila Algirdaitis
პოლ. Władysław II Jagiełło
ლიტვის დიდი მთავარი
მმართ. დასაწყისი: 1377
მმართ. დასასრული: 1381
წინამორბედი: ოლგერდი
მემკვიდრე: კეისტუტი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 1351
დაბ. ადგილი: ვილნიუსი
გარდ. თარიღი: გარადოკი
მეუღლე: ჰედვიგია პოლონელი
ანა ცელიელი
ელიზაბეტა გრანოვსკა
სოფია ჰოლშანსკა
შვილები: ელისაბედ ბონიფაცია, იადვიგა, ვლადისლავ III ვერნენჩიკი, კაზიმირ IV იაგაილონი
დინასტია: გედიმინოვიჩები, იაგელონები
მამა: ოლგერდი
დედა: იულიანია ტვერსკაია

გედიმინასის შვილიშვილი, ოლგრედისა და მართლმადიდებელი თავადის ქალის იულიანა ტვერსკოის საყვარელი შვილი. ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში, ზოგიერთი მკვლევრის მოსაზრებით, მან მიიღო მართლმადიდებლობა და სახელი იაკობი (ამ სახელით მართავდა ვიატებსს); ისტორიკოსთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის იყო წარმართი, მოგვიანებით მიიღო კათოლიციზმი და სახელი ვლადისლავი.

ბრძოლა ძალაუფლებისთვის რედაქტირება

იაგაილო მამის (ოლგრედი 1377წ.) გარდაცვალების შემდეგ დიდი მთავარი გახდა. მან ბრძოლა წამოიწყო კეისტუტისთან, რომელიც ბიძამისი იყო. იაგაილომ იგი ეშმაკურად მიიტყუა შეხვედრაზე და კრევსის ციხესიმაგრეში გამოკეტა, სადაც კეისტუტისი, ზოგიერთი ცნობებით დარდისგან დაიღუპა. არსებობს სხვა ვარაუდიც, რომ იგი გაგუდეს იაგაილოს ბრძანებით. ამბობენ, რომ იაგაილომ მისი მეუღლის ბირუტუს დახრჩობის ბრძანებაც გასცა. იაგაილოს ბიძაშვილი ვიტოვტი, მამასთან ერთად, კრევსის ციხესიმაგრეში იყო დატყვევებული. მან თავს ტევტონთა ორდენის მაგისტრთან გაქცევით უშველა და იაგაილოს წინააღმდეგ საბრძოლველად კავშირი გერმანელ რაინდებთან დაამყარა. ვიტოვტმა მდ. დუბისაზე შეთანხმებას მიაღწია. მან იაგაილო აიძულა უარი ეთქვა ჟმუდზე და 4 წლის განმავლობაში კათოლიკური სარწმუნოება მიაღებინა(1384).

საოჯახო ხე რედაქტირება

გედიმინასი
დ. 1275
გ. 1341
ეინა
დ. 1280
გ. 1344
ალექსანდრ ტვერი
დ. 1301
გ. 22 ოქტომბერი, 1339
ანასტასია გალიჩი
         
     
  ალგირდასი
დ. 1296
გ. 24 მაისი, 1377
იულიანა ტვერელიr
დ. 1330
გ. 1392
     
   
1
იადვიგა
დ. 1374
გ. 17 ივლისი, 1399
2
ანა ცელიელი
დ. 1380/81
გ. 21 მაისი, 1416
იაგაილო
დ. დაახ. 1351
გ. 1 ივნისი, 1434
3
ელიზაბეტა გრანოვსკა
დ. 1372
გ. 12 მაისი, 1420
4
სოფია ჰოლშენი
დ. დაახ. 1405
გ. 21 სექტემბერი, 1461
                   
   1    2    4    4    4
ელიზაბეტა ბონიფაცია
 დ. 22 ივნისი, 1399
 გ. 13 ივლისი, 1399
 
იადვიგა იაგელონი
 დ. 8 აპრილი, 1408
 გ. 8 დეკემბერი, 1431
 
ვლადისლავ III
 დ. 31 ოქტომბერი, 1424
 გ. 10 ნოემბერი, 1444
 
კაზიმირი
 დ. 16 მაისი, 1426
 გ. 2 მარტი, 1427
 
კაზიმირ IV
 დ. 30 ნოემბერი, 1427
 გ. 7 ივნისი, 1492
 

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: