თხმორულაქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალოზე დიდი ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალურისკენ გადახრილი, ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური, მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. გვხვდება ცილინდრულ-კონუსური ფორმის მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მოყვითალო-მომწვანო ფერის. კანი თხელი და მკვრივი აქვს, ცვილისებრი ფიფქით თხლად დაფარული. რბილობი მდნარი და წვნიანია, სასიამოვნო გემოთი.

ჯიში სიმწიფის საშუალო და საგვიანო პერიოდისაა.

მიიღება სუფრის თეთრი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 163