თქვლაფა გურიის, თქვლაფა, თქლაფა ყურძენიქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში გურიიდან.

წარსულში თქვლაფას გავრცელების არეალი შუა და ზემო გურიის სოფლებით შემოიფარგლე-ბოდა. იგი გაშენებული იყო მაღლარების სახით და ყოველგვარი მოვლის გარეშე ძლიერი ზრდითა და უხვმოსავლიანობით ხასიათდებოდა. ამ თვისებების გამო ადგილობრივი მოსახლეობა მისგან უბრალო ღირსების საოჯახო მოხმარების ღვინოს ამზადებდა.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, ოდნავ ოვალური, სამნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე ხშირქეჩისებრადაა შებუსული. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, ცილინდრული ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი — საშუალო ზომის, ოვალური, ღია მომწვანო ფერის. თხელი კანი ცვილისებრი ფიფქით სუსტადაა დაფარული. რბილობი მეტად წვნიანი და ნაკლებ ხორციანია. ჯიშს ახასიათებს წვენის უხვი გამოსავლიანობა.

თქვლაფა გურიის საშუალო ზრდა-განვითარებისაა. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 160 დღეა. სრულ სიმწიფეში ოქტომბრის ბოლოს შედის. მტევნის წონა 120-125 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა კი 10.0-12.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 17-19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 8.9 გ/ლ-ს.

თქვლაფა გურიის გამოიყენება სუფრის თეთრი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 160

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება