სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თუმანიშვილი.

თუმანიშვილებისაქართველოს მეფეთა კარის მდივან-მწიგნობრების გვარი.

  • ზაქარია - XV საუკუნეში გიორგი VIII-ისა და კონსტანტინე მეფის კარის მდივან-მწიგნობარი.
  • ნასრი - XVII საუკუნის დასაწყისში ლუარსაბ II-ის კარის მწიგნობარი.
  • ბირთველი - XVII საუკუნის II ნახევარში როსტომ მეფის მდივან-მწიგნობარი.
თუმანიშვილების გერბი; დავით გულორდავას ნამუშევარი.

გიორგი XI-ის კარზე მოღვაწეობდნენ ძმები ზურაბი და სულხანი. მათი შვილები და შვილიშვილები იყვნენ: გივი ზურაბის ძე, დავით გივის ძე, შიოშ სულხანის ძე, სულხან შიოშის ძე და სხვა. ამათგან ყველაზე ცნობილია გივი თუმანიშვილი. მისი ნამუშევრებია S - 424, კრებული; H - 3061, ვეფხისტყაოსანი; Q - 164, ვახტანგის სამართალი, (ხელნაწერთა ინსტიტუტი). XVIII საუკუნეში მოღვაწეობდნენ გიორგი ბირთველის ძე, გორჯასპი, სულხანი და მანუჩარი, პაპუა იესეს ძე; ერეკლე II-ის კარზე მდივნად იყვნენ იოსები და ეგნატე ბაინდურისძე (1746-1820). ეგნატე დახელოვნებული კალიგრაფი ჩანს, ასევე საინტერესო კალიგრაფია მისი შვილი იესე. ეგნატეს შვილები იყვნენ აგრეთვე დავით თუმანიშვილი და პოეტი გიორგი თუმანიშვილი. თუმანიშვილების გვარის კიდევ ბევრი წარმომადგენელი იღვწოდა ქართული კულტურის ამ სარბიელზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება