თოხთა
თოხთა — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცხრაძმის თემი), მდინარე ცხრაძმულას (ქსნის მარცხენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 1720 მ, ახალგორიდან 25 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 კაცი. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ.[1]
სოფელი წყაროებში პირველად მოხსენიებულია XV საუკუნეში. თოხთის აღმოსავლეთით დგას ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესია „ქაშვეთი“. სოფლის მიდამოებშია ე.წ. თოხთის, ანუ ქსნის და არაგვის დამაკავშირებელი სამიმოსვლო გადასასვლელი.
თოხთიდან ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები ხუციშვილები (მაგ., ოძისში).[2]
ლიტერატურა რედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 697.
სქოლიო რედაქტირება
- ↑ კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
- ↑ გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ.: „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.