თომას ჰარდი (ინგლ. Thomas Hardy; დ. 2 ივნისი, 1840, აპერ-ბოკჰემპტონი, დორსეტშირი — გ. 11 იანვარი, 1928, მაქს-გეიტი, დორჩესტერი) — ინგლისელი მწერალი. პირველი წერილები და ნახევრად ბიოგრაფიული იუმორისტული მოთხრობა არქიტექტურის საკითხებს მიუძღვნა. პირველი რომანი - სატირა პოლიტიკური და ადამიანურ მორალზე - "გლახა და ქალბატონი" (1868) მწერალმა ვერ გამოაქვეყნა. მეორე რომანი "უიმედო საშუალებანი" (1871) დაიბეჭდა ანონიმურად. ჰარდიმ თავისი 14 რომანი სხვა ნაწარმოებებთან ერთად 3 სხვადასხვა ციკლად დაყო: "გამომგონებლური და ექსპერიმენტული რომანები" ("უიმედო საშეუალებანი", "ეთელბერტას ხელი", 1876; "გულგრილი", 1881 და სხვ.); "ხასიათებისა და გარემოს რომნები ("მწვანე ხის ძირში", 1872; "შეშლილი ბრბოსაგან შორს", 1874; "სამშობლოში დაბრუნება", 1878; "კესტერბრიჯის მერი", 1886; "ტყიანი მხარის ბინადარნი", 1887; "ტეს დ’ერბერვილი", 1891; "უჩინარი ჯუდი", 1896), "რომანტიკული ამბები და ფანტაზიები" ("ცისფერი თვალები", 1873; "უფროსი მესაყვირე", 1880; "ორნი კოშკზე", 1882; "ყველაზე საყვარელი", 1892). ჰარდს ეკუთვნის მოთხრობებისა და ლექსების კრებულები, ეპიკური დრამა "დინასტები" (ნაწილი 1-3, 1903-1908), თარგმანები და სხვა.

თომას ჰარდი
დაბადების თარიღი 2 ივნისი, 1840(1840-06-02)[1] [2] [3] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13]
დაბადების ადგილი დორჩესტერი[12]
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 1928(1928-01-11)[14] [1] [4] [5] [6] [7] [15] [12] [13] (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი დორჩესტერი[16] [12]
დასაფლავებულია უესტმინსტერის სააბატო[15] და Stinsford[15]
საქმიანობა მწერალი[13] [17] , რომანისტი, სცენარისტი და პოეტი[18]
ენა ინგლისური ენა
მოქალაქეობა  გაერთიანებული სამეფო
ალმა-მატერი ლონდონის სამეფო კოლეჯი[19] და არქიტექტურული ასოციაციის არქიტექტურის სკოლა
Magnum opus Tess of the d'Urbervilles, Far from the Madding Crowd და Jude the Obscure
ჯილდოები ღირსების ორდენი[15] და ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრი
მეუღლე ემა ლავინია გილფორდი[15] და ფლორენს დაგდეილი[20] [15]
ხელმოწერა

ჰარდის ყველაზე დიდი და პოპულარული ნაწარმოებია "ტეს დ’ერბერვილი". მასში ასახულია თანამედროვე ინგლისის ცხოვრება, გაანალიზებულია პიროვნების როგორც სულიერი არსი, ისე მისი სოციალური ხასიათი.

ჰარდის შემოქმედებამ სათავე დაუდო ინგლისური ლიტერატურის განვითარების ახალ პერიოდს. მისი ჰუმანისტური, რეალიატური ნაწარმოებები გამოირჩევა სოციალური, საზოგადო-მორალური პრობლემების სიმწვავით, დემოკრატიზმით.

ლიტერატურა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. SNAC — 2010.
  3. 3.0 3.1 Find a Grave — 1996.
  4. 4.0 4.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  5. 5.0 5.1 IMSLP — 2006.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია
  8. Vegetti Catalog of Fantastic Literature
  9. Gran Enciclopèdia CatalanaGrup Enciclopèdia, 1968.
  10. Babelio — 2007.
  11. Proleksis enciklopedija, Opća i nacionalna enciklopedija — 2009.
  12. 12.0 12.1 12.2 12.3 Lothe J. Store norske leksikon — 1978. — ISSN 2464-1480
  13. 13.0 13.1 13.2 The Fine Art Archive — 2003.
  14. Харди Томас // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
  15. 15.0 15.1 15.2 15.3 15.4 15.5 Oxford Dictionary of National Biography / C. MatthewOxford: OUP, 2004.
  16. Deutsche Nationalbibliothek Record #118545930 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  17. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  18. poets.org
  19. Thomas Hardy
  20. Pall Mall GazetteLondon: 1914. — Iss. 15219. — P. 1.