თინათინ ჩიჩუა (დ. 1925, თბილისი — გ. 28 აპრილი, 2013[1]) — ქართველი არქიტექტორი. მუშაობდა არქიტექტურის ისტორიის და თეორიის დარგში. არქიტექტურის დოქტორი (2001), პროფესორი (1996).

ბიოგრაფია რედაქტირება

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშვიდობო ფაკულტეტი არქიტექტურის სპეციალობით 1948 წელს. მუშაობას 1952 წლიდან და პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა (1957 წლიდან) ამავე ფაკულტეტზე. მისი კვლევის ძირითადი თემა იყო ძველი თბილისის საქალაქთმშენებლო ტრადიციები და მათი თანამედროვე მნიშვნელობა, აგრეთვე არქიტექტორულ-ისტორიული და თანამედროვე ქართული არქიტექტურული პრობლემები. კვლევის შედეგად მან პირველმა აღმოაჩინა ვახუშტი ბატონიშვილისეული თბილისი ტერიტორიის განაშენიანების უძველესი გეგმის შეთავსებულობა თანამედროვე განაშენიანებასთან, რის შედეგადაც გამოვლინდა და დაფიქსირდა ძველი და ახალი თბილისის საქალაქთმშენებლო სტრუქტურის იდენტურობა, ეს საფუძვლად დაედო შემდგომ კვლევებს თბილისის ქალაქთმშენებლობის საკითხებზე. წაკითხული აქვს მოხსენებები ქალაქების დაგეგმარებისა და არქიტექტურისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე თბილისში (1989 წელს) და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებში. ავტორია წიგნისა „მცხეთის ჯვარი“ (თბ., 2000).

ლიტერატურა რედაქტირება

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 935–936, თბ., 2002.

სქოლიო რედაქტირება

  1. თინათინ ჩიჩუა. საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 14 თებერვალი, 2019.