თვითმკვლელთა რაზმი (ფილმი)
„თვითმკვლელთა რაზმი“ (ინგლ. Suicide Squad) — 2016 წლის ამერიკული სუპერგმირული ფილმი. იგი ეფუძნება DC Comics-ის ამავე სახელწოდების კომიქსს, სუპერბოროტმოქმედთა გაერთიანების შესახებ. ფილმი ეკუთვნის DC-ის გაფართოებული სამყაროს (DCEU) ფილმების სერიას. მისი რეჟისორია დევიდ ეიერი. მთავარ როლებს ფილმში ასრულებენ: უილ სმითი, ჯერედ ლეტო, მარგო რობი, იუელ კინამანი, ვაიოლა დეივისი, ჯაი კორტნი, ჯეი ერნანდესი, ადევალე აკინუოიე-აგბაჯე, აიკ ბარინჰოლცი, სკოტ ისტვუდი და კარა დელევინი. ფილმი 2016 წლის 5 აგვისტოს გამოვიდა, 2D, 3D და IMAX 3D ფორმატებში. მისი ბიუჯეტი იყო 175 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო შემოსავალმა მიაღწია 745.6 მილიონ აშშ დოლარს.
„თვითმკვლელთა რაზმი“ | |
---|---|
ჟანრი | სუპერგმირული ფილმი |
რეჟისორი | დევიდ ეიერი |
პროდიუსერი | |
სცენარის ავტორი | დევიდ ეიერი |
ეფუძნება | თვითმკვლელთა რაზმი |
როლებში | |
მუსიკა | სტივენ პრაისი |
ოპერატორი | რომან ვასიანოვი |
მონტაჟი | ჯონ გილროი |
სტუდია | |
დისტრიბუტორი | Warner Bros. Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 123 წთ.[1] |
ქვეყანა | აშშ |
ენა | ინგლისური |
ბიუჯეტი | 175 მილიონი აშშ დოლარი[2] |
შემოსავალი | 745.6 მილიონი აშშ დოლარი[3] |
ცნობილია, რომ გამოვა ფილმის მეორე ნაწილი, „თვითმკვლელთა რაზმი 2“.
რესურსები ინტერნეტში რედაქტირება
სქოლიო რედაქტირება
- ↑ „Suicide Squad (2016)“. British Board of Film Classification. July 26, 2016. დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 28, 2016. ციტირების თარიღი: July 28, 2016.
- ↑ Rottenberg, Josh. (August 1, 2016) The pressures behind 'Suicide Squad,' the DC Comics movie that Warner Bros. needs to work, and work big. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: August 1, 2016.
- ↑ Suicide Squad (2016). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: November 9, 2016.