თერმოწყვილი — ორი დარჩილული სხვადასხვა ლითონის გამტარისაგან (ან ნახევარგამტარისაგან) შემდგარი თერმომგრძნობიარე ელემენტი. იყენებენ სხვადასხვა ნივთიერების ტემპერატურის გასაზომად, ჩვეულებრივ 100°-2000°C-ის ფარგლებში, ზოგჯერ კი უფრო მაღლაც. თერმოწყვილის მუშაობის პრინციპი ემყარება სხვადასხვა ლითონის (ასევე ნახევარგამტარების) თვისებას — შექმნან წვილში (ნარჩილში) თერმოემძ, რომელიც დამოკიდებული იქნება თერმოელექტროდების მასალასა და ნარჩილის ტემპერატურაზე. თერმოწყვილის წრედი შედგება 2 თერმოელექტროდისაგან. თერმოწყვილის ნარჩილს ათავსებენ გასაზომ გარემოში და მუშაო ბოლოს უწოდებენ, დანარჩენს — თავისუფალ ბოლოს. ტემპერატურების მიხედვით ნარჩილებში წარმოიქმნება სხვადასხვა თერმოემძ, რომლებიც ერთმანეთისკენაა მიმართული. თერმოწყვილის წრედში მოქმედებს მაშედეგებელი თერმოემძ. გაზომვის პროცესში თერმოწყვილის ცივ ნარჩილს ათავსებენ თერმოსტატში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნებას 0°-40°C-მდე.

თერმოწყვილის ორი დარჩილული ლითონი

ლიტერატურა რედაქტირება