თეოფრასტე, თეოფრასტოსი (ძვ. ბერძ. Θεόφραστος, ლათ. Theophrastos Eresios; დ. დაახლ. ძვ. წ. 370 . ერესოსი, კუნძული ლესბოსი — გ. ძვ. წ. 288-ძვ. წ. 285 წლებს შორის, ათენი) — ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ბუნებათმცოდნე, მუსიკის თეორეტიკოსი.

Historia plantarum, 1549

მრავალმხრივი მეცნიერი; არისტოტელესთან ერთად არის ბოტანიკის და მცენარეთა გეოგრაფიის ფუძემდებელი. მისი მოძღვრების ისტორიული ნაწილის გამო ფილოსოფიის დამფუძნებლად ითვლება.

სწავლობდა ათენში პლატონთან, შემდეგ არისტოტელესთან და გახდა მათი უახლოესი მეგობარი, ხოლო ძვ. წ. 323 წელს — მათი მემკვიდრე პერიპათეტიკების სკოლის მეთაურის თანამდებობაზე.

არის 200-ზე მეტი შრომის ავტორი ფიზიკის, მინერალოგიის, ფიზიოლოგიის და სხვა დარგებში.

ქართულად ნათარგმნია მისი „ხასიათები“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • თეოფრასტოსი, „ხასიათები“. ძველი ბერძნულიდან თარგმნეს, წინასიტყვაობა და განმარტებები დაურთეს ნათია გათენაშვილმა, ნინი თაზიაშვილმა, ნინი ქუთელიამ და ალექსი ნიკოლოზიშვილმა.თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის გამოცემა, 2013