თეოდორე ღაზა, ან თეოდორე ღაზისი (ბერძ. Θεώδορος Γαζής, Theodoros Gazis; იტალ. Teodoro Gaza; ლათ. Theodorus Gazes, Theodori Gazae; ასევე იწოდებოდა ეპითეტით Thessalonicensis (ლათ.) და Θεσαλλονικεύς, Thessalonikeus (ბერძ.) (დ. დაახ. 1400 – გ. 1475) — ბერძენი ჰუმანისტი და არისტოტელეს მთარგმნელი.

თეოდორე ღაზა
ბოტიჩელის მიერ შესრულებული თეოდორე ღაზას პორტრეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა თესალონიკეში, 1387 თურქების მიერ ქალაქის აღების შემდეგ. მისი დაბადების წელთან დაკავშირებით სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა ცნობებს იძლევიან – 1370, 1400, 1410 და 1415.

1429 წელს გადასახლდა იტალიაში, შეისწავლა ლათინური ენა და გააგრძელა მანუელ ქრისოლორის დაწყებული ტრადიცია, ბერძნული ენის გავრცელების კუთხით. სიენისა და ტოსკანის შემდეგ მიიწვიეს ფერარაში ბერძნული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. 1455 წელს რომის პაპის, ნიკოლოზ V-ს მიწვევით ჩადგა ნეაპოლის მეფის სამსახურში, ხოლო ორ წელიწადში, მეფის გარდაცვალების შემდეგ, დაბრუნდა რომში.

შემორჩენილია თეოდორე ღაზას ორი პორტრეტი, რომელთაგან ერთი (ქვემოთ) ბოტიჩელის ეკუთვნის.

შრომები რედაქტირება

  • ბერძნული გრამატიკა (პარიზი, 1516)
  • თვეების შესახებ
  • თურქტა წარმოშობის შესახებ (ბაზელი, 1556)
  • ჰომეროსის ილიადის პარაფრაზი
  • არისტოტელეს და პლატონის შესახებ
  • შენიშვნები ფილოსტრატეზე
  • Habentur hoc volumine haec Theodoro Gaza interprete Aristoteliw de nature animalium lib IX
  • Aeliani de instrumentiw aciebus libram
  • Dionysii Halicarnassei, de oratione nuptiali, et natalitia praecept
  • Chrysostomi de incomprehensibus dei natura homiliae V
  • Aphorismi Hippocratis
  • ციცერონის ლათინურიდან ბერძნულზე შესრულებული თარგმანი

ლიტერატურა რედაქტირება

  • Herbert Hunger: Gazes, Theodoros. In: Lexikon des Mittelalters 4, Sp.1151–1152
  • C. Bianca: Gaza, Teodoro In: Dizionario Biografico degli Italiani, Roma, 1999, 737-46.
  • John Monfasani Greeks and Latins in Renaissance Italy. Studies on Humanism and Philosophy in the 15th Century, Ashgate/Variorum, 2004.
  • L'Abbadia di S. Giovanni a Piro, Trattato Historico legale del dott. Pietro Marcellino Di Luccia, Nuova Stamperia di Luca Antonio Chracas 1700 Roma
  • Giuseppe Cataldo Teodoro Gaza, Umanista Greco ed Abate del Cenobio Basiliano di S. Giovanni a Piro Salerno 1993