თენგიზ ანთელავა (დ. 1935, სოხუმი — გ. 2011) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი.

თენგიზ ანთელავა
დაბ. თარიღი 1935
დაბ. ადგილი სოხუმი
გარდ. თარიღი 2011
მოქალაქეობა ქართველები
საქმიანობა მეცნიერი
ჯილდოები ღირსების მედალი

ბიოგრაფია რედაქტირება

1956 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.

1957-1975 წელს მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობაზე; 1976-1979 წელს იყო სოხუმის N1 სკოლა-ინტერნატის დირექტორი. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას; 1979 წლიდან აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა, იყო ისტორიის კათედრის მასწავლებელი, დოცენტი, ისტორია-იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1989 წლიდან, 17 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის ისტორია-იურიდიულ ფაკულტეტს; ამავე დროს იყო მსოფლიო ისტორიის კათედრის გამგე, იკვლევდა ჩრდილოეთ კავკასიის XIX-XX საუკუნეების ისტორიას, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას.

ჯილდოები რედაქტირება

  • ღირსების მედალი

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • ბოლშევიკების ბრძოლა პოლიტიკური ხელისუფლებისათვის რუსეთში (1905-1922), თბ., 2001
  • 1917 წლის თებერვლის რევოლუცია და დროებითი მთავრობის მოღვაწეობის ზოგიერთი საკითხი, თბ., 2001 ISBN 9992802677
  • გერმანული ფული და ოქტომბრის კონტრრევოლუციური გადატრიალება რუსეთში, თბ., 2000
  • ბოლშევიკური ტერორი რუსეთში (1917-1922), თბ., 2000 ISBN 999282817X
  • 1905-1907 წლების რუსეთის რევოლუციის ზოგიერთი საკითხის დაზუსტებისათვის. თბ., 2000

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ჯაფარიძე ი., თბ., 2012 სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ელექტრონული ბიბლიოთეკა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება