თემურ ტაბუცაძე (დ. 15 აპრილი, 1954, თბილისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომის, გამოცემული აქვს მონოგრაფიები, ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1978 წელს იყო ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი–ინტერნი, 1978–1981 წლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ჰოსპიტალური ქირურგიის კათედრის ასპირანტი, 1981–1984 წლებში ამავე კათედრის ასისტენტი, 1985 წლიდან იმყოფებოდა ხანგრძლივი სამეცნიერო მივლინებით მოსკოვის ვიშნევსკის სახელობის ქირურგიის ინსტიტუტში, 1990 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ქირურგიულ სნეულებათა N1 კათედრის პროფესორი, 1997 წლიდან – საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ენდოქირურგიული ცენტრის დირექტორი.

1981 წელს დაიცვა, საკანდიდატო დისერტაციის თემა – „კალიკრეინ–კინინური სისტემის გამოკვლევა მწვავე პერიტონიტის მკურნალობის დროს“.

1989 წელს დაიცვა, სადოქტორო დისერტაციის თემა – „კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობის მეთოდების შედარებითი დახასიათება პროსტაგლანდინების აქტივობის, ლიპიდების ზეჟანგური ჟანგვისა და ანტიოქსიდანტური ფერმენტული სისტემის კრიტერიუმების მიხედვით“.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Билиарная литотрипсия : Моногр. (ავტორი) Тбилиси, 2003 106с.
  • ღვიძლის ამებური აბსცესის ქირურგიული მკურნალობა ლაპაროსკოპიული მეთოდით : მეთოდ. რეკომენდაციები (ავტორი) თბილისი, სკოლა, 1998 16გვ.. – ISBN: 99928–35–02–8

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში, თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 260

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება