თეიმურაზ ტყეშელაშვილი

ქართველი ექიმი, მეცნიერი.

თეიმურაზ ტყეშელაშვილი (დ. 3 აგვისტო, 1923, ქუთაისი) — ქართველი ექიმი, მეცნიერი.

თეიმურაზ ტყეშელაშვილი
დაბ. თარიღი 3 აგვისტო, 1923(1923-08-03) (100 წლის)
დაბ. ადგილი ქუთაისი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
საქმიანობა ექიმი და მეცნიერი

ბიოგრაფია რედაქტირება

1946 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი.

1947–1950 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სანიტარული და პედიატრიული ფაკულტეტების საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის ლაბორანტი. 1951-1954 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ექსპერტი და კლინიკური ქირურგიის ასპირანტი. 1955 წლიდან ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელი. ავტორია 159 სამეცნიერო ნაშრომის. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 6 საკანდიდატო დისერტაცია. არის ტრანსფუზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მთავარი მეცნიერ–თანამშრომელი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა — „წვრილი ნაწლავის მოტორული ფუნქციის ზოგიერთი საკითხი მის ვრცელ რეზექციასთან დაკავშირებით“, დაიცვა 1954 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „ახალი სისხლშემცველი — „ჟელატინინი“ („ჟელატინინის“ მომზადების მეთოდით დამუშავება და მისი ექსპერიმენტული შესწავლა“), დაიცვა 1969 წელს.

ჯილდოები რედაქტირება

  • 1985 — საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • სისხლშემცვლელები, სისხლის კომპონენტები და პრეპარატები, თბილისი, განათლება, 1976, გვ. 210
  • სისხლშემცვლელები : თვისებები და გამოყენების ტექნიკა, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1963, გვ. 57
  • წვრილი ნაწლავის მოტორული ფუნქცია, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1961, გვ. 51

ლიტერატურა რედაქტირება

  • ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია, თბ., 2000, გვ. 266

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება