თეთრყელა კვერნა, თეთრგულა კვერნა, ქვის კვერნა (ლათ. Martes foina) — მტაცებელი ძუძუმწოვარი ცხოველი კვერნისებრთა ოჯახისა. გავრცელებულია დასავლეთ ევროპაში, შუა და წინა აზიაში, ტიბეტში, რუსეთში. ბინადრობს მრავალგვარ სტაციაში: ტყეში, უტყეო ადგილებში, ბუჩქნარებში, პარკებში, კულტურულ ლანდშაფტში, კლდოვან ქვანაყარ კომპლექსებში, დასახლებულ ადგილებში. აღწევს ზღვის დონიდან 4000 მ-მდე. არის რამდენიმე ქვესახეობა. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის მიერ ის მიჩნეულია მცირე საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობად.

თეთრყელა კვერნა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Martes foina
დაცვის სტატუსი
საჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 29672
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება