თეთრი მთის ბრძოლაოცდაათწლიანი ომის (1618-1648 წწ.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბრძოლა პრაღის დასავლეთით, თეთრ მთაზე, გაიმართა 1620 წლის 8 ნოემბერს ჩეხეთის ჯარებსა (პროტესტანტული უნია) და საიმპერატორო არმიას (კათოლიკური ლიგა) შორის. ჩეხეთის ჯარებს თავდაცვითი პოზიციები ეკავათ თეთრ მთაზე. მათ შეუტიეს საიმპერიო (იოჰან ტილი) და ბავარიის (მაქსიმილიან ბავარიელი) ჯარებმა, რომლებსაც კარლ ბიუკუა სარდლობდა. გააფთრებული ბრძოლების შემდეგ ჩეხები დამარცხდნენ. ფეოდალურ-კათოლიკური რეაქცია სასტიკად გაუსწორდა ჩეხეთის ეროვნულ აჯანყებას. ჩეხურმა მიწებმა დაკარგა დამოუკიდებლობა და 300 წლით ავსტრიელ ჰაბსბურგებს დამორჩილდა.

თეთრი მთის ბრძოლა

ლიტერატურა რედაქტირება