თეთრა (ლათ. Lepiota alba) — ლეპიოტას გვარის სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა.

თეთრა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ფირფიტოსანნი
გვარი:  ლეპიოტა
სახეობა:  თეთრა
ლათინური სახელი
Lepiota alba

ქუდი 3-8 სმ-მდე დიამეტრისაა, ბრტყლად ამობურცულია, განიერი ბორცვაკით, შუაში სადაა, კიდებთან — ბოჭკოვან-ქერცლოვანი, თეთრია, შემდეგ კი მოყვითალო. ფირფიტები თეთრია, მომწიდებისას მოყვითალო ხდება. ფეხი 4-6 სმ სიგრძისაა და 0,3-0,5 სმ სისქისა, საყელოს ქვემოთ ფიფქოვანი თეთრია. საყელო თეთრია, ზემოდან მოყვითალო, ქვემოდან ზოლიანი, სოკოს მომქიფებასთან ერთად ქრება.

იზრდება ნიადაგზე, მდელოზე, პარკებში, ტყის პირას, ზაფხულ-შემოდგომით. გამოიყენება საჭმელად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 153, ISBN 99940-856-1-1.