თარგი:დღის მოვლენები:12-10

ალფრედ ნობელი
ალფრედ ნობელი
  • 1684 : ისააკ ნიუტონის დედუქციები კეპლერის კანონებიდან მის გრავიტაციის თეორიაში წარდგენილ იქნა სამეფო საზოგადოებისთვის.
  • 1867 : პირველი საგზაო შუქნიშანი დამონტაჟდა ლონდონში, გაზის ლამპებით.
  • 1898 : ესპანეთ-ამერიკის ომი დასრულდა პარიზის ზავის ხელმოწერით, რომლითაც ესპანეთმა კუბის დამოუკიდებლობა ცნო, ხოლო ფილიპინები, გუამი და პუერტო-რიკო აშშ-ს მიჰყიდა $20 მილიონად.
  • 1901 : ნობელის პრემიის მინიჭების პირველი ცერემონია ჩატარდა სტოკჰოლმში, შვედი ინდუსტრიალისტი ალფრედ ნობელის (სურათზე) გარდაცვალების წლისთავზე.
  • 1948 : გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია მიიღო.
  • 1983 : არგენტინაში დემოკრატია აღდგა პრეზიდენტ რაულ ალფონსინის მმართველობაში მოსვლით.