თარგი:დღის მოვლენები:10-20

მარია ტერეზა
მარია ტერეზა
  • 1740 : მარია ტერეზია ავსტრიის დედოფალი ხდება. საფრანგეთი, პრუსია, ბავარია და საქსონია პრაგმატულ სანქციას არ აღიარებენ და ომი ავსტრიული მემკვიდრეობისათვის იწყება.
  • 1818 : აშშ-მა და ბრიტანეთმა ხელი მოაწერეს კონვენციას, რომელმაც აშშ-კანადის საზღვარი დააწესა 49-ე პარალელის გასწვრივ.
  • 1827 : ბრიტანეთის, საფრანგეთისა და რუსეთის მოკავშირე საზღვაო ძალები თურქეთისა და ეგვიპტის ფლოტს ანადურებენ ნავარინოს ბრძოლაში, რამაც გადამწყვეტი როლი შეასრულა საბერძნეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
  • 1944 : საბჭოთა ჯარებმა და იუგოსლაველმა პარტიზანებმა ბელგრადი გაათავისუფლეს.
  • 1970 : საბჭოთა კავშირში სპორტლოტოს პირველი გათამაშება შედგა.
  • 1973 : სიდნეის ოპერის თეატრი გაიხსნა.
  • 2006 : ნასას მონაცემებით ოზონის ხვრელმა ანტარქტიკაზე 27.45 მილიონ კვ. კმ-ს მიაღწია, რაც შედარებისთვის აღემატება რუსეთისა და აშშ-ის ტეროტორიებს ერთად აღებულს.