თარგი:დღის მოვლენები:09-9

ვაზ-2101
ვაზ-2101
  • 1543 : მარიამ სტიუარტი, ცხრა თვის ასაკში, ოფიციალურად „შოტლანდიელთა დედოფლად“ აკურთხეს ქალაქ სტირლინგში.
  • 1776 : კონტინენტური კონგრესი ოფიციალურად არქმევს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ახალ გაერთიანებას შეერთებულ შტატებს.
  • 1801 : ბაქო და მისი ოლქი რუსეთის შემადგენლობაში შევიდა.
  • 1850 : კალიფორნია აშშ-ის 31-ე შტატი გახდა.
  • 1922 : საბერძნეთ-თურქეთის ომი დასრულდა თურქების გამარჯვებით. ქალაქ სმირნას (ამჟ. იზმირი) დიდი ნაწილი დაიწვა. არათურქული მოსახლეობა გაიხიზნა.
  • 1923 : მუსტაფა ქემალ ათათურქი, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი, რესპუბლიკურ სახალხო პარტიას აარსებს.
  • 1970 : დაიწყო ავტომობილი ვაზ-2101 ჟიგულის (სურათზე) წარმოება.