თარგი:დღის მოვლენები:09-23

ნეპტუნი
ნეპტუნი
  • 1122 : ვორმსის კონკორდატით დასრულდა რომის პაპ კალიქსტუს II-სა და საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ V-ს შორის ინვესტიტურისთვის ბრძოლა.
  • 1529 : ოსმალეთის სულთანმა სულეიმან I-მა ვენის ალყა დაიწყო.
  • 1846 : ასტრონომმა იოჰან გალემ, ურბენ ლევერიეს გამოთვლებზე დაყრდნობით, პლანეტა ნეპტუნი (სურათზე) აღმოაჩინა.
  • 1932 : ჰიჯაზისა და ნეჯდის სამეფოების გაერთიანებით საუდის არაბეთი შეიქმნა.
  • 1941 : ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში გაზით წამების პირველი ცდა ჩატარდა.
  • 1980 : ბობ მარლის ბოლო კონცერტი ჩატარდა.
  • 1989 : აზერბაიჯანმა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა.