თარგი:დღის მოვლენები:07-23

საბეჭდი მანქანა
საბეჭდი მანქანა
  • 1829 : აშშ-ში უილიამ ოსტინ ბარტმა დააპატენტა პირველი საბეჭდი მანქანა.
  • 1881 : ჩამოყალიბდა ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია — უძველესი საერთაშორისო სპორტული ფედერაცია.
  • 1952 : ეგვიპტეში „თავისუფალ მოხელეთა მოძრაობამ“ გამალ აბდელ ნასერის მეთაურობით მეფე ფარუკი ტახტიდან ჩამოაგდო.
  • 1962 : ტელსტარი ახორციელებს პირველ სარელეო ტრანსატლანტიკურ სატელევიზიო გადაცემას.
  • 1974 : საბერძნეთში გადავარდა „შავი პოლკოვნიკების“ დიქტატურა.
  • 1992 : აფხაზეთის სეპარატისტული უზენაესი საბჭო საქართველოსგან დამოუკიდებლობას აცხადებს.
  • 1995 : ჰეილ-ბოპის კომეტა, XX საუკუნის ყველაზე მნათი კომეტა, აღმოაჩინეს.