თარგი:დღის მოვლენები:03-7

ედუარდ შევარდნაძე
ედუარდ შევარდნაძე
  • 161 : იმპერატორი ანტონინუს პიუსის გარდაცვალების შემდეგ, მარკუს ავრელიუსი და ლუციუს ვერუსი რომის იმპერიის თანამმართველობაზე თანხმდებიან, რაც უპრეცედენტო შემთხვევა იყო რომის ისტორიაში.
  • 321 : რომის იმპერატორი კონსტანტინე დიდის განკარგულებით კვირა (მზის დღე) უქმე დღედ გამოცხადდა.
  • 1852 : თბილისში გამოვიდა ჟურნალ „ცისკრის“ პირველი ნომერი.
  • 1936 : ლოკარნოს ხელშეკრულების დარღვევით გერმანიამ რაინლანდის ანექსია მოახდინა.
  • 1989 : ირანი და გაერთიანებული სამეფო დიპლომატიურ ურთიერთობებს წყვეტენ სალმან რაშდის სკანდალურ რომანთან დაკავშირებული უთანხმოების გამო.
  • 1992 : საქართველოში სამხედრო გადატრიალებით მოსულმა სამხედრო საბჭომ ქვეყნის მმართველად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი ედუარდ შევარდნაძე (სურათზე) მოიწვია.
  • 1996 : პალესტინის პარლამენტის პირველი დემოკრატული არჩევნები შედგა.