თანგკა ან თანკა (ტიბ. ཐང་ཀ་ თანგ კა; ნეპ. पौभा) — ტიბეტური აბრეშუმის ნახატი ნაქარგებით, ხშირად გამოსახულია ბუდდჰათა, ცნობილი სცენები და მანდალების გამოსახულებები. თანგკა არ არის ზეთის ან აკრილის ნახატების მსგავსად ბრტყელი. საერთოდ, თანგკები დიდი ხანი ძლებს და ინარჩუნებს ელვარებას, თუმცა მისი ფაქიზი ბუნების გამო, უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას, რომ ნესტმა აბრეშუმი არ დააზიანოს. ხშირად თანგკას გრაგნილ-ნახატებსაც უწოდებენ.

მე18 ს-ის ტიბეტური თანგკა

თავიდან, თანგკები მოგზაური ბერების გამო გახდა პოპულარული, რადგან გრაგნილი-ნახატები ადვილად იხვეოდა და მონასტრიდან მონასტერში წასაღებად ადვილი იყო. თანგკები ასრულებდნენ მნიშვნელოვან როლს ბუდდჰების, გავლენიანი ლამების, სხვა ღვთაებებისა და ბოდჰისატვათა ცხოვრების ამსახველ სასწავლო იარაღად.

თანგკას რამდენიმე დანიშნულება აქვს: სასწავლო იარაღი ბუდდჰათა ცხოვრების, ცნობილ ლამათა ისტორიებისა და სხვადასხვა, ღვთაებებთან დაკავშირებული, მითების. რელიგიური გამოსახულებები, რომლებიც გაკუთვნილია დეკორაციისათვის სხვადასხვა რიტუალებისა და ლოცვის დროს; და, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი - ის გამოიყენება მედიტაციისას, გასხივოსნების მისაღწევად.

ჩინურმა მხატვრობამ დიდი გავლენა მოახდინა ზოგადად ტიბეტურ მხატვრობაზე. XIV დან XV საუკუნემდე ტიბეტურმა მხატვრობამ ბევრი ელემენტი გადმოიღო ჩინურიდან.

ისტორია რედაქტირება

თანგკა არის ნეპალური ხელოვნების სახეობა, რომელიც ტიბეტში ჩაიტანა ნეპალის პრინცესა ბჰრიკუტიმ, მეფე ლიჩჩავის ქალიშვილმა და ტიბეტის მმართველის სრონ ცან გამპოს ცოლმა.

ტიპები რედაქტირება

ტექნიკისა და მასალების მიხედვით თანგკა შეიძლება რამდენიმე ჯგუფად დაიყოს. ძირითადად გამოირჩევა ორი სახისა: რომლებიც იბეჭდება (ტიბ. ბრის ტან) და რომლებიც მზადდება აბრეშუმისგან ან იქარგება.

თანგკებს, უფრო ზუსტად, ამ კატეგორიებად ყოფენ:

  • ფერებში დახატული (ტიბ. ცონ ტანგ)
  • გო ტანგი
  • შავფონიანი (ტიბ. ნაგტაგ)
  • ტორსის ნაბეჭდი
  • ამოქარგული (ტიბ. წიმ ტანგ)
  • ოქროსფონიანი
  • წითელფონიანი

საშუალო ზომის თანგკა 50-70 სანტიმეტრის სიდიდისაა, მაგრამ არსებობს ფესტივალებისა და სხვა დანიშნულებისთვის განკუთვნილი თანგკები, რომლებიც ხშირად მთელ კედელზეა გამოსახული, ან სახლის რამდენიმე სართულისხელაცაა.

პროცესი რედაქტირება

გალერეა რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება