თანამედროვე ებრაული მუზეუმი

თანამედროვე ებრაული მუზეუმი (ინგლ. Contemporary Jewish Museum, CJM) — ხელოვნების მუზეუმი სან-ფრანცისკოში, კალიფორნია. დაწესებულება დაარსდა 1984 წელს. 2008 წელს მუზეუმი ახალ შენობაში გადავიდა, რომლის დიზაინზეც დენიელ ლიბესკინდმა იმუშავა დამთვალიერებლებისათვის კიდევ ერთხელ გაიხსნა. მუზეუმის მიზანია საზოგადოებისათვის ებრაული გამოცდილების მრავალფეროვნების წარმოჩენა. დაწესებულებაში ეწყობა როგორც გამოფენები, ასევე საგანმანათლებლო ღონისძიებები.

თანამედროვე ებრაული მუზეუმი
37.78577°00′00″ ჩ. გ. 122.40394°00′00″ დ. გ. / 37.78577° ჩ. გ. 122.40394° დ. გ. / 37.78577; -122.40394
დაარსდა 1984
ქვეყანა აშშ-ის დროშა ამერიკის შეერთებული შტატები
მდებარეობა სან-ფრანცისკო[1]
კლასიფიკაცია ხელოვნების მუზეუმი
დირექტორი ჩად კოერვერი
ოფიციალური საიტი thecjm.org
Map

ისტორია რედაქტირება

თანამედროვე ებრაული მუზეუმი დაარსდა 1984 წელს და განთავსებული იყო მცირე ზომის გალერეაში, სან-ფრანცისკოს სანაპიროს მიმდებარედ ორ დეკადაზე მეტი ხნის განმავლობაში. 1989 წელს, მუზეუმში დაიწყო მზარდი საზოგადოების მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად საჭირო პროექტებზე მუშაობა. შედეგად გადაწყდა, რომ შექმნილიყო უფრო ვრცელი და ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა, რაც გამოფენების რიცხვს გაზრდიდა და გამოყოფდა სივრცეს საგანმანათლებლო ღონისძიებებისათვის. თანამედროვე ებრაულ მუზეუმში დაამატეს ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: ცოცხალი მუსიკა, თეატრი, ცეკვა, ლიტერატურული ღონისძიებები და ფილმები. 2008 წლის ივნისში მუზეუმი 6317 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე ახალ შენობაში გაიხსნა, რომელიც სან-ფრანცისკოს საქმიან რაიონში იყო გაანთავსებული.

გამოფენები რედაქტირება

მუზეუმში არ არსებობს მუდმივი გამოფენები. დაწესებულება სხვა დაწესებულებებთან თანამშრომლობის შედეგად ორგანიზებას უწევს და მასპინძლობს ყოველწლიურ გამოფენებს.

პროგრამები რედაქტირება

მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები მოიცავს: საზოგადოებრივ ტურებს, გაკვეთილებსა და ვოკშოფებს, ფილმების ჩვენებებს, ლექციებსა და წარმოდგენებს. მუზეუმში ეწყობა მასწავლებლების ტრენინგები, სკოლის მოსწავლეთა ექსკურსიები, საოჯახო ტურები და ახალგაზრდების სტაჟირების პროგრამები.

არქიტექტურა რედაქტირება

მუზეუმის მთავარი ნაგებობა ყოფილიr Pacific Gas & Electric Jessie Street Substation-ის ნაგებობას წარმოადგენს, რომელიც თავდაპირველად 1881 წელს აშენდა მაგრამ 106 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრის გამო მისი ხელმეორედ აშენება გახდა აუცილებელი. მშენებლობა 1907 წელს დასრულდა და მას უილის პოლკი ხელმძღვანელობდა. ეს ნაგებობა 1974 წლის 6 სექტემბერს ისტორიულ ადგილების ეროვნულ რეესტრში შეიტანეს.

დენიელ ლიბესკინდმა შეიმუშავა 5 900 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის ინტერიერის დიზაინი, ასევე დეკონსტრუქტივისტური კუბის ფორმის შენობა. ახალი ნაგებობის მშენებლობა 2008 წელს დასრულდა და მისმა მთლიანმა ღირებულებამ 47.5 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.[2][3]

 
დეკონსტრუქტივისტური ნაგებობა, დენიელ ლიბესკინდი (2017)

შენობის გვერდით მდებარეობს მუქი ლურკი უჟანგავი ფოლადის კუბი, რომელიც აშენდა ა. ზაჰრენის კომპანიის მიერ.[3] ამ კონსტრუქციის გვერდითაა წითელი აგურის ძველი შენობა, რაც თითქოსდა კონტრასტს ჰქმნის. ბრილიანტის ფორმის 36 ფანჯარა ანათებს ლითონის კუბის ზედა სართულს, რომელიც ცნობილია როგორც „იოდი“. აქ ასევე არსებობს ვიწრო დერეფანი, განათლების ცენტრი და ზედა გალერეის ნაწილი.

კოპენჰაგენში მდებარე დანიური ებრაული მუზეუმის შენობის მსგავსად (რომელზეც ასევე ლიბესკინდმა იმუშავა), თანამედროვე ებრაული ხელოვნების მუზეუმში ტექსტი და დიზაინია შერწყმული. შენობის ინსპირაციის წყარო გახდა ფრაზა „ლ'ხაიმ“, რაც „ცხოვრებას“ ნიშნავს. ეს სიტყვა ებრაულ დამწერლობაში რამდენიმე ელემენტისაგან: ხაის, ხეტისა და იუდისაგან შედგება. ლიბერსკინდი თავადვე განმარტავს, თუ რა მნიშნველობა აქვს ამ ასოებს: „ხეტი უზრუნველყოფს საერთო უწყვეტობას საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეების შორის, ხოლო იუდი თავისი 36 ფანჯრით, ემსახურება განსაკუთრებულ გამოფენას, წარმოდგენებსა და ღონისძიებებს“.[4][5] მუზეუმის კედელში ასევე ჩატანებულია ებრაული სიტყვა „პარდესი“, რაც ბაღს ნიშნავს.

თანამედროვე ებრაულ მუზეუმში ასევე მოწყობილია: მრავალფუნქციური ადგილი ღონისძიებებისათვის, აუდიტორია, Wise Sons-ის სამკაულები და მუზეუმის მაღაზია.[6]

რეაქცია რედაქტირება

კრიტიკოსმა კრისტოფერ ჰოთრონმა Los Angeles Times-თან ინტერვიუსას დენიელ ლიბესკინდი შეაქო „ფეთქებადი და მშვენიერი ფორმების ფრთხილად დაბალანსებისათვის“. მან ასევე ისაუბრა გალერეების დიზაინზე, გალერეებში არსებულ დახრილ კედლებზე.[2] ჰოთრონის ანალოგიურად, დევიდ დ'არკიმ, The Wall Street Journal-ის წარმომადგენელმა ებრაული მუზეუმის შენობას ლიბესკინდის წინა ნამუშევრებთან შედარებით წინსვლა უწოდა. მან განაცხადა, რომ ამ ნამუშევარში აღმოაჩინა „სიმსუბუქე, რომელიც იშვიათია არქიტექტორის შემოქმედებაში“. მან ასევე თქვა, რომ ეს „ მიმდებარე უბნის მინისა და ფოლადის ტურისტულ-სავაჭრო ცენტრის ერთფეროვნებას ამსუბუქებს“.

მენეჯმენტი რედაქტირება

2021 წლის მონაცემებით, მუზეუმის აღმსრულებელი დირექტორი არის ჩად კოერვერი.[7] თანამედროვე ებრაული მუზეუმის ყოფილ დირექტორებს შორისაა: ლორი სტარი(2013–2020) და კონსტანს ვოლფი (1999–2012). 2018 წელს მუზეუმმა ჰეიდი რაბენი დაიქირავა, რომელიც ამჟამად მუზეუმის უფროსი კურატორია. რენი პრიტიკინი წარსულში დაწესებულების უფროსი კურატორის პოსტზე იმყოფებოდა (2014–2019).[8]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 archINFORM — 1994.
  2. 2.0 2.1 Hawthorne, Christopher (June 4, 2008). „Slash and yearn“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: 2014-04-29.
  3. 3.0 3.1 Hamlin, Jesse (May 6, 2007) "Jewish Museum Blanketed in Blue" San Francisco Chronicle
  4. Bianchini, Riccardo. San Francisco - Contemporary Jewish Museum by Daniel Libeskind. Inexhibit. ციტირების თარიღი: 2015-09-13
  5. Contemporary Jewish Museum. The Building. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-19. ციტირების თარიღი: 2021-09-30.
  6. Lucchesi, Paolo (May 16, 2013). „Deli to open in Contemporary Jewish Museum“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 2013-06-04.
  7. Morayo Ogunbayo (ndg). „Contemporary Jewish Museum taps SFMOMA veteran as new executive director“. San Francisco Chronicle. ციტირების თარიღი: 2021-09-10.
  8. Staff (April 9, 2014). „SF's Jewish Museum Names New Chief Curator“. Artinfo. ციტირების თარიღი: 2014-04-29.