თამრი ფხაკაძე

ქართველი მწერალი და ლიტერატურათმცოდნე
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფხაკაძე.

თამრი (თამარ) ფხაკაძე (დ. 28 ივლისი, 1957, თბილისი) — ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, დრამატურგი და სცენარისტი.

თამრი ფხაკაძე
დაბადების თარიღი 28 ივლისი, 1957(1957-07-28) (66 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
საქმიანობა მწერალი, დრამატურგი, სცენარისტი და საბავშვო მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus ბოსტანი კონფლიქტის ზონაში
ჯილდოები პრემია „საბა“
საიტი tamribooks.home.blog

ბიოგრაფია რედაქტირება

თამრი ფხაკაძე დაიბადა თბილისში 1957 წლის 28 ივლისს.

1974 წელს დაამთავრა თბილისის 24-ე საშუალო სკოლა და ამავე სკოლასთან არსებული მუსიკალური ათწლედი, ფორტეპიანოს კლასი.

1979 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1980-2006 წლებში მუშაობდა ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ძველი ქართული ლიტერატურის განყოფილებაში, დაცული აქვს საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: დავით ჯიმშერის ძე ჩოლოყაშვილის ცხოვრება და შემოქმედება. 1997-2003 საბავშვო ჟურნალ „კოკროჭინას“ რედკოლეგიის წევრი; 2005-2006 საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისათვის მხატვრული და დოკუმენტური ფილმების გახმოვანება „ინტერნიუსში“ ტექსტების რედაქტორი; 2006-2007 გამომცემლობა „პალიტრა-L“-ის რედაქტორი; 2007-2008 ტელეარხი „რუსთავი 2“-ის ქართული სერიალის სცენარისტი; 2007-2008 გაზეთ „24 საათი“-ს საბავშვო გვერდის ავტორი; 2008-2009 საზოგადოებრივი ტელემაუწყებელის იუმორისტული გადაცემა „ერისთავის სათვალეს“ სცენარისტი; 2010-2011 გამომცემლობა „პეგასის“ მთავარი რედაქტორი. 2011 წლიდან „საგამომცემლო სახლი ტრიასის“ მთავარი რედაქტორი; 2011 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებლის თეატრის ჟურნალ „მოზArt“-ის სარედაქციო ჯგუფის წევრი.

2001 წელს გამოქვეყნდა მისი პირველი მოთხრობები.

2012 წლის მარტში თამრი ფხაკაძე იყო ლიტერატურული საიტის, „ურაკპარაკის“ სალიტერატურო კონკურსის, „ლიტბუნიობა“ (პროზა) ჟიურის წევრი.

ჰყავს ქალიშვილი, ნინო კაპანაძე, მხატვარი-დიზაინერი.

წიგნები რედაქტირება

ქართულად:

რომანები რედაქტირება

  • 2005 — „(შ)ორი მე“ (რომანი), გამომცემლობა „დიოგენე“, ISBN 99940-45-23-7
  • 2007 — „ჩვენ სამნი და ანგელოზი“ (რომანი), „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, ISBN 978-99940-998-9-4
  • 2009 — „CV“ (რომანი), გამომცემლობა „შემეცნება“, ISBN 978-9941-9108-4-5
  • 2022 — „სდექ, კირა, სდექ!“[1] (რომანი), გამომცემლობა „პალიტრა L“, ISBN 978-9941-35-262-1
  • 2022 — „ჩვენ, თურმელები“[2] (რომანი), გამომცემლობა „პალიტრა L“, ISBN 978-9941-35-513-4

მოთხრობები, პიესები რედაქტირება

  • 2003 — „სანამ დაგვიძახებენ“ (პროზაული კრებული), გამომცემლობა „დიოგენე“, ISBN 99940-16-30-X
  • 2006 — „ვნებანი“ (პროზაული კრებული), გამომცემლობა „პალიტრა – L“, ISBN 99940-53-32-9
  • 2007 — „გაფრენა“ (პიესა), გამომცემლობა „აბული-7“, ISBN 978-99940-69-26-2
  • 2010 — „ბოსტანი კონფლიქტის ზონაში“ (მოთხრობა), გამომცემლობა „შემეცნება“, ISBN 978-9941-9109-2-0
  • 2011 — „სამნი მზის ქვეშ“ (რჩეული მოთხრობები), გამომცემლობა „პალიტრა L“, ISBN 978-9941-192-44-9

გერმანულად:

  • ბოსტანი კონფლიქტის ზონაში და სხვა მოთხრობები[3], გერმანულად თარგმნა იუნონა გურულმა – Gärtnern im Kriegsgebiet und andere Erzählungen[4] Übersetzung aus dem Georgischen von Iunona Guruli. J&D Dağyeli Verlag, ISBN 978-3935597913, Berlin, 2018

საბავშვო წიგნები რედაქტირება

  • 2007—2009 ორი განსხვავებული ფორმატით გამოიცა საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული ხაჭაპური, გამომცემლობა პალიტრა-L, ISBN 99940-53-39-1
  • 2010 ხაჭაპური, საბავშვო პოემა, გამომცემლობა პალიტრა-L, ISBN 978–99940–42–43–2
  • 2011 გიო აფრიკაში, საბავშვო პოემა, გამომცემლობა პალიტრა-L, ISBN 978–9941–413–59–9
  • 2011 გლობუსას და ლუკას თავგადასავალი, ვრცელი სათავგადასავლო ზღაპარი, გამომცემლობა პეგასი, ISBN 978–9941-9179-8-1
  • 2012 მხიარული მატარებელი, საბავშვო პოემა, გამომცემლობა პალიტრა-L
  • 2012 მოძრავი ციფრები, მოძრავფიგურებიანი წიგნი, ლექსების ავტორი თ. ფხაკაძე.
  • 2012 სამი საახალწლო ზღაპარი, ზღაპრების კრებული, საგამომცემლო სახლი ტრიასი.
  • 2012 ანბანთქება, ლექსები, გამომცემლობა პალიტრა-L
  • 2012 კალენდარი, ილუსტრირებული კალენდარი ბავშვებისთვის. ლექსების ავტორი თ.ფხაკაძე. გამომცემლობა პალიტრა-L
  • 2016 გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები, სათვგადასავალო ზღაპარი, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
  • 2017 ვერცხლის ზანზალაკები (ზღაპრები, ლექსები), გამომცემლობა პალიტრა-L, ISBN 9789941294785
  • 2019 ანბანი (ლექსები), გამომცემლობა პალიტრა-L, ISBN 9789941324116
  • 2019 კიკის თავგადასავალი (საბავშვო ამბები), გამომცემლობა პალიტრა-L, ISBN 9789941296284
  • 2022 ბებე — მაწანწალების უფლისწული (საბავშვო რომანი), მხატვარი ირინა ცინცაძე, გამომცემლობა პალიტრა-L, ISBN 9789941352072
  • 2023 გიო (საბავშვო მოთხრობა), ავტორის ილუსტრაციებით, გამომცემლობა პალიტრა-L, ISBN 9789941357107

თურქულად:

  • ომი თუ მშვიდობა (თურქ. Savaş Veya Bariş) მოთხობების კრებულში: „თანხმიერ ასო-ბგერათა ანთოლოგია“ (არაჩვეულებრივი მოთხრობები თანამედროვე ქართული ლიტერატურიდან), თურქულად თარგმნა ფარნა-ბექა ჩილაშვილმა, (თურქ.: Sessiz Harfler Antolojisi[5] - Çağdaş Gürcü Edebiyatından Sıra Dışı Öyküler), 2017, ISBN 978-605-84-7873-2

თარგმანები რედაქტირება

  • დინა რუბინაპეტრუშკას სინდრომი (რომანი), თბილისი, გამომცემლობა პალიტრა-L, 2017, ISBN 978-9941-24-883-2
  • ლევ ტოლსტოისაუკეთესო მოთხრობები (სერია: კლასიკოსები ბავშვებისთვის), თბილისი, გამომცემლობა პალიტრა-L, 2018

თეატრი რედაქტირება

ორიგინალური პიესები რედაქტირება

  • ხავსისქუდას ოინები — თოჯინების სახელმწიფო აკადემიური თეატრი (2005)
  • გაფრენა — ხულოს თეატრი (2009), რეჟისორი როინ სურმანიძე; ბოლნისის მუნიციპალური თეატრი (2010), რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე.
  • ბოსტანი კონფლიქტის ზონაში — ზესტაფონის სახელმწიფო დრამატულ თეატრი (2010), რეჟისორი მამუკა ცერცვაძე; თავისუფალი თეატრი (2011), რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი; მესხეთის თეატრი (2012), რუსთავის თეატრი (2016), რეჟისორი გიორგი შალუტაშვილი
  • მატარებელი არ მოვა — ბოლნისის მუნიციპალური თეატრი, რეჟისორი ზურაბ ხვედელიძე, 2016

ინსცენირებული პიესები რედაქტირება

რადიოდადგმები რედაქტირება

  • გაკვეთილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-თეატრი, რეჟ. ბადრი მიქაშავიძე, 2002.
  • სანამ დაგვიძახებენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო-თეატრი, რეჟ. ბადრი მიქაშავიძე, 2004.

კინო რედაქტირება

პრემიები და ჯილდოები რედაქტირება

  • სერიულმა ზღაპარმა პატარა ბაყაყის, კიკის ამბები გაიმარჯვა გამომცემლობა დიოგენეს კონკურსში „საბავშვო პროზა-96“, 1996
  • მეორე პრემია ლიტერატურულ კონკურსში „ლუარსაბ თათქარიძე“ ნოველისთვის ჟამი არს რისა?, 2001
  • მესამე პრემია მოთხრობისათვის გაკვეთილი გამომცემლობა დიოგენეს კონკურსში „პენ-მარათონი 2002“
  • ასოციაცია „კვალის“ სალიტერატურო კონკურსის შედეგებით, მოთხრობა ორმაგი დღე შევიდა გამარჯვებულ ხუთეულში, 2003
  • „საბა“, ნომინაცია „წლის საუკეთესო დებიუტი“, მოთხრობების კრებულისათვის სანამ დაგვიძახებენ, 2004
  • გაზეთ „კვირის პალიტრის“ სპეციალური პრემია მოთხრობისათვის ბოსტანი კონფლიქტის ზონაში, 2005
  • „ოქროს ბუმბული“ საბავშვო რომანისათვის გრელცხვირა ჯადოქარი მარსია, მეფე ბუთხუზ პირველი და სხვები, 2009.
  • წარდგენილი ასტრიდ ლინდგრენის საერთაშორისო პრემიაზე (Astrid Lindgren Memorial Award, ALMA), 2015
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“, წიგნისათვის „გრძელცხვირა ჯადოქარი მარსია“, 2017
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ნომინაციაში: „წლის საუკეთესო პროზაული კრებული“, წიგნისათვის „კიკის თავგადასავალი“, 2018
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია ნომინაციაში: „საუკეთესო პოეტური წიგნი“, წიგნისათვის „ანბანი“, 2020[8]
  • მეორე ადგილი არასამთავრობო ორგანიზაცია „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოსა“[9] და ლიტერატურულ პორტალ „ურაკპარაკის“ მიერ ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურსზე „ლილე-2022“[10], მოთხრობისათვის „სამი ბიჭი, სამი მამა“, 30 სექტემბერი, 2022
  • თბილისის მერიის მხარდაჭრითა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ორგანიზებით გამართული საბავშვო ლიტერატურული პრემია „ნაკადულის“ გამარჯვებული ნომინაციაში „საუკეთესო პროზაული წიგნი“ წიგნისათვის „ბებე, მაწანწალების უფლისწული“[11] (გამომცემლობა პალიტრა L), 2023

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება