თამარ თარხნიშვილი

თამარ თარხნიშვილი (დ. 15 მარტი, 1912 — გ. 14 მარტი, 2007) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1966).

თამარ თარხნიშვილი
დაბადების თარიღი 15 მარტი, 1919
გარდაცვალების თარიღი 14 მარტი, 2007 (94 წლის)

სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში (ფორტეპიანოს კლასი).

სასცენო მოღვაწეობა 1938 წელს დაიწყო თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში. შესრულებული აქვს როლები: რუქაია (ა. სუმბათაშვილი-იუჟინის „ღალატი“), ნინო (ვ. კანდელაკის „ქართლის ჩირაღდნები“), მანანა ორბელიანი (მ. მრევლიშვილის „ნიკოლოზ ბარათაშვილი“), მადამ პიოჩემი (ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა“), ნუცა (ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“), ელისაბედი (თ. ჭილაძის „მოულოდნელი სტუმარი“), მარია ხოსეკა (ფ. გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“), ბებია (გ. ფანჯიკიძის „მეშვიდე ცა“), ბანოვანი (ბ. ბრეხტის „კავკასიური ცარცის წრე“), ცირა (თ. მეტრეველის „შეშლილი, შეშლილი ახალი წელი“) და სხვა. გადაღებულია ფილმებში: „მე დავბრუნდები“ (1982), „ხარება და გოგია“ (1987).

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება