თამარ ბოლქვაძე

ქართველი მსახიობი
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბოლქვაძე.

თამარ სპირიდონის ასული ბოლქვაძე (დ. 9 ივნისი, 1904, ქუთაისი ― გ. 15 მაისი, 1972, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) ― ქართველი კონომსახიობი. საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არტისტი (1961).

თამარ ბოლქვაძე
დაბადების სახელი თამარ ბოლქვაძე
დაბადების თარიღი 9 ივნისი, 1904
ქუთაისი
გარდაცვალების თარიღი 15 მაისი, 1972 (67 წლის)
თბილისი
საქმიანობა მსახიობი

ბოლქვაძის პირველი როლია ვალიდა ივანე პერესტიანის ფილმში „სამი სიცოცხლე“ (გიორგი წერეთლის „პირველი ნაბიჯის“ მიხედვით, 1924). სხვა როლებია: ქეთო („ხანუმა“, 1926), მერი („თავადის ასული მერი“, 1926), ტელემაკის ქალიშვილი („ჯანყი გურიაში“, 1928), პროკურორის ცოლი („საკანი № 79“, 1929).

ბოლქვაძე იმ მსახიობთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც საფუძველი ჩაუყარეს ქართულ კინოხელოვნებას.

ფილმოგრაფია რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება