სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თამარ.

თამარ — ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალის სახელია საქართველოში საუკუნეთა განმავლობაში. ამ სახელით ცნობილ ისტორიულ პირთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია თამარ მეფე (მეფობდა 1184—1213 წლებში). ეს პირველი ქართველი მეფე-ქალი ეკლესიამ წმინდანად შერაცხა და მისი სახელიც ქართულის მეშვეობით შევიდა საეკლესიო კალენდარში. წარმოშობით თამარ უკავშირდება სემიტურ ენებს, კერძოდ ძველ ებრაულს, სადაც იგი „ფინიკის პალმას“ ნიშავს. მოფერებითი ფორმებია: თამრო, თამრიკო, თამუნა, თამუნია, თაკო. თამარისაგან არის ნაწარმოები გვარი თამარაშვილი, გეორგრაფიული სახელი თამარაშენი და სხვანი.