თამაკონის მაცხოვრის ეკლესია

თამაკონის მაცხოვრის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ თამაკონში.

აღწერა რედაქტირება

თამაკონის მაცხოვრის ეკლესია ბაზილიკური ტიპისაა, ორფერდა გადახურვით, აფსიდის ერთიანი წრიულით. ნაგებია კლდის ქვით კირის დუღაბზე, მშენებლობაში გამოყენებულია ადგილობრივი შირიმის ქვაც. შესასვლელი ჩრდილოეთით და დასავლეთით აქვს, სამხრეთ კარი მეორადი გადაკეთების დროს გააუქმეს. ტაძარს აღმოსავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით დატანებული აქვს სამ-სამი სარკმელი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 5194