თამაზ დიასამიძე (დ. 2 ივნისი, 1959, ჩანჩხალო, შუახევის რაიონი) — ქართველი ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი.

თამაზ დიასამიძე
დაბადების თარიღი 2 ივნისი, 1959 (1959-06-02) (64 წლის)
დაბადების ადგილი ჩანჩხალო, შუახევის რაიონი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტი
ეროვნება ქართველი

1981 წელს დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორია-გერმანული ენის სპეციალობით და 1989 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

1981-1983 წლებში მსახურობდა საბჭოთა არმიის სამხედრო-საჰაერო ძალები, რიგითად. 1983 წელს იყო აჭარის თევზჭერის სამმართველო, ოპერატორის თანაშემწე. 1983-1984 წლებში იყო აჭარის პოლიგრაფიული გაერთიანება, დამხმარე მუშა. 1984-1985 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის ნიკოლოზ ბერძენიშვილის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტში უფროსი ლაბორანტი. 1985-1986 წლებში იყო აჭარის საარქივო სამმართველოს განსაკუთრებულ საქმეთა რესტავრატორი, აჭარის არქიტექტურის სამეცნიერო-კვლევითი მუზეუმის მეთვალყურე, სახელმწიფო მუზეუმის მეცნიერ–თანამშრომელი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი: ბათუმის საარჩევნო ოლქიდან, სახელმწიფო საბჭოს წევრი (1992). 1989-1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-მუშაკი. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პროპორციული წესით, N 10 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „11 ოქტომბერი“. 1993-1995 წლებში გამოსცემდა და რედაქტორობდა დამოუკიდებელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთებს: „საქართველოს კარიბჭე“ და „თავისუფალი სიტყვა“. 1996-2000 წლებში იყო „განვითარებისა და თანამშრომლობის ცენტრის“ რეგიონული კვლევების პროგრამის ხელმძღვანელი. 2000-2004 წლებში იყო კავშირი — „რეგიონალიზმის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი. 2004-2008 წლებში იყო საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები “, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი. 2008-2012 წლებში — საქართველოს მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით , საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“, აგრარულ საკითხთა კომიტეტის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება