თალუსი, თალომი ( ბერძ. thallos — ტოტი, ამონაყარი, ყლორტი) — უმდაბლესი ანუ თალუსოვანი მცენარეების (წყალმცენარეები, სოკოები, მოქსომიცეტები, ლიქენები) სხეული, რომელიც არ არის დანაწევრებული ღეროდ და ფოთლად. ზოგიერთ წყალმცენარეს საკმაოდ რთული მორფოლოგიური აგებულება აქვს, მაგრამ ნამდვილი ღერო და ფოთოლი არ გააჩნია. ყველაზე კარგად გამოხატული თალუსი აქვს ლიქენებს, რომლებიც თალუსის ფორმის მიხედვით ჯგუფებად იყოფა.

ლიტერატურა რედაქტირება