თალელუანგი (ტაი. ทะเลสาบสงขลา) — ტბა ტაილანდში. მდებარეობს მალაკის ნახევარკუნძულზე. ზედაპირის ფართობი 1,040 კმ². დაყოფილია სამ განცალკევებულ ნაწილად. ტბის სამხრეთი ნაწილი იხსნება ტაილანდის ყურისკენ, სადაც წარმოდგენილია დიდი რაოდენობით მარილიანი წყალი. ჩრდილოეთი ნაწილი უკავია მანგროს ჭაობებს, რომელიც დაცულია 1998 წლიდან რამსარის კონვენციით შესაბამისად. ტბაში გამოიყოფა 75 კილომეტრის სიგრძის ცელა, რომელიც ტბას განჰყოფს ზღვისგან. თალელუანგი წარმოადგენს ტაილანდის ბუნებრივ ხელუხლებელ წყალ-ჭაობურ ეკოსისტემას. ტბაში ბინადრობს იშვიათი და განადგურების პირას მყოფი ირავადის დელფინი.

თალელუანგი
თალელუანგი
თალელუანგი
კოორდინატები: 7°12′00″ ჩ. გ. 100°28′00″ ა. გ. / 7.20000° ჩ. გ. 100.46667° ა. გ. / 7.20000; 100.46667
მდებარეობა ტაილანდის დროშა ტაილანდი
თალელუანგი — ტაილანდი
თალელუანგი

ტბასთან სიახლოვეს ცხოვრობს დაახლოებით 5 ათასამდე ტაი ოჯახი, რომლებიც მისდევენ თევზის რეწვას, მეცხოველეობასა და სასოფლო მეურნეობას. განვითარებულია ტურიზმი. თალელუანგს წლიურად სტუმრობს დაახლოებით 200 ათასი ტურისტი. მათთვის ეწყობა სპეციალური ღონისძიებები, რომლის საშუალებით ტურისტები ეცნობიან იქაურ კულტურასა და ადათებს. განვითარებულია ასევე თევზჭერა.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  • Jira Jintanugool and Philip D. Round. Lake Songkhla. Asean Regional Centre for Biodiversity Conservation. ციტირების თარიღი: 2009-02-11.