თავრიზის ცისფერი მეჩეთი

თავრიზის ცისფერი მეჩეთი (სპარს. Masjed-i Kabud) — ისტორიული მეჩეთი თავრიზში, ირანი.

ლურჯი მეჩეთის მთავარი კარიბჭე.

აგებულ იქნა 1465 წელს აკ კოუნლუს სულთანი იაყუბ იბნ უზუნ ჰასანის მმართველობის პერიოდში, სალეჰე ხათუნის სურვილით. მეჩეთი მძიმედ დაშავდა 1778 წლის მიწისძვრის დროს, რასაც მხოლოდ მისი მთავარი შესასვლელი გადაურჩა. ნაგებობა აღადგინეს 1900-იან წლებში ირანის კულტურის სამინისტროს თაოსნობით.

მეჩეთს სახელი შეარქვეს შენობის ცისფერი ფილებით მოპირკეთების გამო. ამ ფილების უმრავლესობა მიწისძვრამ ჩამოყარა, თუმცა ზოგი მათგანის ხილვა დღესაც შეიძლება შენობის მთავარ შესასვლელზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება