თავკვერი უხეშფოთლიანი

თავკვერი უხეშფოთლიანი — ქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში ქართლიდან.

თავკვერის ერთ-ერთი ვარიაციაა.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

მისი ფოთლები ჩვეულებრივ თავკვერთან შედარებით უფრო სქელი და უხეშია. ყვავილითა და მტევნით თავკვერისგან თითქმის არ განსხვავდება. სამაგიეროდ მარცვლის რბილობი უფრო მკვრივი და კნატუნა აქვს. ამ ვარიაციის წიპწა უფრო დიდი ზომისაა. მოსავლიანობით ჩვეულებრივ თავკვერს აჭარბებს, ხარისხი კი იგივეა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 141