თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა - თავისუფალი უნივერსიტეტის ყველაზე ძველი სკოლა, რომელიც 1991 წელს დაარსდა. [1]

თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა
დაფუძნდა 1991 წელი
ტიპი კერძო
რექტორი ვახტანგ ლეჟავა
პრორექტორები ნათია სამუშია, მარინა ქარჩავა
კანცლერი ალექსანდრე კაჭარავა
დეკანი თინათინ ქაროსანიძე
მისამართი აღმაშენებლის ხეივანი 240, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსი
ქალაქი თბილისი
ქვეყანა საქართველო
ტელეფონი +(995 32) 220-09-01 - საინფორმაციო.
კამპუსი 1
http://freeuni.edu.ge/

თავდაპირველად საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა იყო აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის - დამოუკიდებელი სასწავლო დაწესებულების შემადგენელი ნაწილი, თუმცამ 2007 წლიდან იგი კახა ბენდუქიძეს მიერ შექმნლი თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი სკოლა გახდა ბიზნესისა (ESM) და სამართლის სკოლებთან ერთად. 2016 წელს აზიისა და აფრიკის ინსტიტუტი გაიყო ორად - საერთაშორისო ურთიერთობების სკოლად და აზიისა და აფრიკის ინსტიტუტად, რომელმაც კვლევითი ცენტრის ფუნქციები შეიძინა. თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის დეკანი არის პროფესორი თინათინ ქაროსანიძე.[1]

საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტი სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობების თეორიას, როგორც სამეცნიერო დისციპლინას; მსოფლიოს ისტორიას პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და იდეოლოგიურ ჭრილში; საერთაშორისო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებსა და მიმდინარე პროცესებს; საქართველოს ადგილსა და როლს თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში.[1]

საერთაშიროსო ურთიერთობების სკოლის სტუდენტი საფუძვლიანად (C1 დონე) ეუფლება აღმოსავლურ (არაბული, სპარსული, ჩინური, იაპონური, კორეული და თურქული) და დასავლურ (ესპანური, ფრანგული, გერმანული) ენებს. სწავლობენ არჩეული რეგიონების (ახლო და შორეული აღმოსავლეთი, ამერიკა, ევროპა) ისტორიას, კულტურას, რელიგიასა და ეკონომიკას.[1]

სქოლიო რედაქტირება