თაბორის ქედი

ქედი საქართველოში, თბილისში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ თაბორი.

თაბორის ქედიქედი საქართველოში, თბილისის სამხრეთით. წარმოადგენს თრიალეთის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ განშტოებას, მდინარეების წავკისისწყლისა (ლეღვთახევი) და კრწანისისხევის წყალგამყოფს. აგებულია ვოცენური ტუფოგენური ქანებით, თაბაშირიანი თიხებითა და ქვიშაქვებით. ჩრდილოეთი და აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთი - დამრეცი, თხემი მოვაკებულია და თანდათან მაღლდება აღმოსავლეთიდან (600 მ) დასავლეთისაკენ (1000 მ). ჩრდილოეთი კალთის პირას გამოდის გოგირდიანი ცხელი წყაროები, ქედი შემოსილია ბუჩქნარითა და ხელოვნური ნარგავებით.

თაბორის ქედი
კოორდინატები: 41°40′54″ ჩ. გ. 44°48′30″ ა. გ. / 41.681667° ჩ. გ. 44.808417° ა. გ. / 41.681667; 44.808417
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული თბილისი
ამგებელი ქანები ტუფოგენური ქანი, თაბაშირიანი თიხა და ქვიშაქვა
თაბორის ქედი — საქართველო
თაბორის ქედი
თაბორის ქედი — თბილისი
თაბორის ქედი
სურათები ვიკისაწყობში

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება