თაბასარანული ენა (Табасаран чӀал) — კავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის, ლეზგიურ ენათა ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.

თაბასარანული ენა
Табасаран чӀал
გავრცელებულია რუსეთის დროშა რუსეთი
ლინგვისტური კლასიფიკაცია კავკასიური ენები
ნახურ-დაღესტნური ენები
ლეზგიური ენები
თაბასარანული ენა
დამწერლობის სისტემა კირილიცა, თაბასარანული დამწერლობა
ვიკისივრცე
ენის თარგი {{Lang-tab}}

ვიკიმედიის ინკუბატორში არის ვიკიპედიის სატესტო განყოფილება — თაბასარანული ენა

გავრცელებულია სამხრეთ დაღესტანში, თაბასარანისა და ხივის რაიონებში. თაბასარანულ ენაზე ლაპარაკობს 128 900 კაცი[1]. გამოიყოფა 2 დიალექტი: სამხრეთისა და ჩრდილოეთის.

თაბასარანულ ენაში გარჩეულია ხმოვნები: a, i, e, u, ü, ფარინგალიზებული a, u, მოკლე ხმოვნები უმახვილო ხმოვანთა დასუსტების შედეგია, გრძელი — სხვა ფონეტიკური ცვლილებებისა. მახვილი სუსტია, დინამიკური, ზოგჯერ გრამატიკული მნიშვნელობაც აქვს. თანხმოვანთა სისტემაში გვაქვს დენტოლაბიალიზებული შიშინა ფონემები. ბილაბიალიზაცია წარმოდგენილია სამხრეთის დიალექტში, ჩრდილოეთის დიალექტში დაკარგულია. ხშულთა სისტემა ოთხეულებრივია, სპირანტთა — სმეულებრივი (სამხრეთის დიალექტში — წყვილეულებრივი).

თაბასარანულ ენაში გარჩეულია 2 — ადამიანისა და ნივთის — გრამატიკული კლასი (სამხრეთის დიალექტის ზოგიერთი კილოკავის ზმნა უკვე აღარ განარჩევს კლასებს). ძირითადი ბრუნვებია სახელობითი, ერგატივი, მიცემითი, ნათესაობითი, ადგილობითი. ბრუნვები წარმოდგენილია 7 (კილოკავებში — 8) სამ-სამ ბრუნვიანი სერიით. პირის ნაცვალსახელებში გარჩეულია ინკლუზივისა და ექსკლუზივის ფორმები.

ზმნა იცვლება გრამატიკული კლასებისა და პირის მიხედვით (კლასოვან-პიროვანი უღვლილება). პირის ნიშნები ნაცვალსახელური წარმოშობისაა. გარდამავალი ზმნა პოლიპერსონალურია; პრეფიქსული კლასნიშანი გამოხატავს უახლოეს ობიექტს, სუფიქსური პირის ნიშანი — სუბიექტს. გვარი მორფოლოგიურად დიფერენცირებული არაა. ზმნა დაირთავს ლოკატიურ პრევერბებს.

სინტაქსური კონსტრუქციებია: ერგატიული — გარდამავალ ზმნასთან, ნომინატიური — გარდაუვალ ზმნასთან, დატიური — გრძნობა-აღქმის გამომხატველ ზმნებთან.

თაბასარანული ენა სამწერლობო ენაა. სალიტერატურო ენა სამხრეთის დიალექტს ეფუძნება. დამწერლობა შემოღებულია 1932 წლიდან, თავდაპირველად ლათინური გრაფიკის, 1938 წლიდან კირილიცაზე.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • მაჰომეტოვი ა., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 556.
  • Жирков, Л. И., Табасаранский язык, М.-Л., 1948.
  • Магометов, А. А., Табасаранский язык, Тб., 1965.

სქოლიო რედაქტირება