ზღვის ძაღლი, სივუჩი (Eumetopias jubatus), ძუძუმწოვარი ყურებიანი სელაპების ოჯახისა. სქესმწიფე მამლის სიგრძე 3,5 მ-მდეა, წონა 1000 კგ-მდე, დედლისა — 2,6 მ-მდე და 350 კგ-მდე. ბინადრობს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში. განგურისა და გამრავლების დროს თავს იყრიან ოხოტის ზღვაში წმ. იონას, კურილის, კომანდორის კუნძულებზე, კამჩატკაზე. თითოეულ მამალთან 15-მდე დედალია თავისი ნაშიერებით. ზღვის ძაღლის რეწვა შეზღუდულია, ზოგან — აკრძალულიც.

ზღვის ძაღლი
ზღვის ძაღლი
ზღვის ძაღლი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  მტაცებლები
ოჯახი:  ყურებიანი სელაპები
სახეობა:  ზღვის ძაღლი
ლათინური სახელი
Eumetopias jubatus
დაცვის სტატუსი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 8239
გავრცელება

ლიტერატურა რედაქტირება