ზღვის ბუშტები, ცისტოიდები (ლათ. Cystoidea), ამომწყდარი ზღვის ცხოველების კლასი კანეკლიანების ტიპისა. ცხოვრობდნენ ორდოვიკიდან (შესაძლოა კამრიულიდან) დევონამდე. მათი სხეული შედგებოდა ფიალისა და ღეროსაგან. ფიალა დასერილი იყო რთული აგებულების ფორებით, ხოლო ზემოდან მოფენილი ჰქონდა მცირერიცხოვანი დანამატები — ბრაქიოლები. კლასში 2 რიგის 40-მდე გვარია. ზღვის ბუშტები საინტერესოა ორდოვიკის სტრატიგრაფიაში კანეკლიანების ფილოგენეზის დასადგენად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქსე, ტ. 4, გვ. 548, თბ., 1979