ზუტერმერი (ნიდერლ. Zoetermeer) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი დასავლეთ ნიდერლანდებში, სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში. მუნიციპალიტეტის მთლიანი ფართობი 37,06 კმ²-ია. 1960-იან წლებამდე იგი პატარა სოფელი იყო, სადაც 1950 წელს 6 392 ადამიანი ცხოვრობდა. 2010 წლის მონაცემებით კი მოსახლეობა 121 580 ადამიანს შეადგენს, რის შედეგადაც ზუტერმერი პროვინციის სიდიდით მესამე ქალაქია როტერდამისა და ჰააგის შემდეგ. მიეკუთვნება ჰააგლანდენის კონურბაციას.

ქალაქი
ზუტერმერი
ნიდერლ. Zoetermeer

ქალაქის ცენტრი
დროშა გერბი

ქვეყანა ნიდერლანდების დროშა ნიდერლანდები
პროვინცია სამხრეთი ჰოლანდია
კოორდინატები 52°03′40″ ჩ. გ. 4°29′36″ ა. გ. / 52.06111° ჩ. გ. 4.49333° ა. გ. / 52.06111; 4.49333
მმართველი Michel Bezuijen
ფართობი 37,05 კმ²
ცენტრის სიმაღლე −4 მეტრი
მოსახლეობა 122 370 კაცი (2012)
სიმჭიდროვე 3 632 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 079
საფოსტო ინდექსი 2701–2729
ოფიციალური საიტი zoetermeer.nl
ზუტერმერი — ნიდერლანდები
ზუტერმერი

ისტორია რედაქტირება

X საუკუნეში ზუტერმერი პატარა სოფელი იყო, სადაც ძირითადად მეთევზეები და ფერმერები ცხოვრობდნენ. XIII საუკუნეში სოფლის ცენტრი შეიცვალა, რომელიც ისტორიული სახთ დღემდე შემონახულია. XVII საუკუნემდე აქ ტბა არსებობდა, სახელად ზუტერმერი.

მას შემდეგ, რაც 1868 წელს პირველი რკინიგზა გაიყვანეს, სოფელმა ნელი ზრდა დაიწყო. სერიოზული ზრდა კი მხოლოდ 1966 წლიდან დაიწყო, როდესაც ჰააგის ირგვლივ ახალშენების დაარსება გახდა საჭირო. ამის შემდეგ, ქალაქის ირგვლივ ახალი კვარტლების მშენებლობა დაიწყეს, ზუტერმერი კი ნელ-ნელა ქალაქად იქცა.

ეკონომიკა რედაქტირება

ზუტერმერის ხშირად „საინფორმაციო ტექნოლოგიების ქალაქს“ უწდებენ, რაც განპირობებულია მისი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული განათლებით. მოსახლეობის 20% სწორედ ამ სექტორშია დასაქმებული. ქალაქში ფუნქციონირებს Siemens-ისა და Toshiba-ს საწარმოები.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება