ზურაბ წერეთელი (სახლთუხუცესი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ წერეთელი.
ეს სტატია ისტორიულ მოღვაწეს ეხება. მოქანდაკის შესახებ იხილეთ ზურაბ წერეთელი.

ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი (დ. 1747 — გ. 28 იანვარი (9 თებერვალი), 1823) — იმერეთის სამეფოს დიდგვაროვანი, წერეთელთა საგვარეულო სახლის უფროსი, იმერეთის მეფეების, სოლომონ I-სა და სოლომონ II-ის პირველი ვეზირი და სახლთუხუცესი, რუსეთის იმპერიის გენერალ-მაიორი.

ბიოგრაფია რედაქტირება

1784 წლის აგვისტოს მიწურულს დავით II-მ კათალიკოს მაქსიმე II-სა და მდივანბეგ დავით კვინიხიძესთან ერთად გაგზავნა ელჩად სანქტ-პეტერბურგში. დიდი როლი შეასრულა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების რუსეთის იმპერიაში შესვლაში. აქტიურად მონაწილეობდა 1810 წელს იმერეთის აჯანყების ჩაქრობაში და სოლომონ II-ის იმერეთიდან განდევნაში. ამისთვის რუსეთის იმპერიის მთავრობამ ის იმერეთის მმართველობის წევრად დანიშნა, 1811 წელს კი უბოძა წმინდა ანას ორდენი, გენერალ-მაიორის ჩინი და ჯამაგირი. 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების შესახებ ცნობებს აწვდიდა გორის ოლქის უფროსს. ამავდროულად ცდილობდა აჯანყების გამოყენებას საკუთარი მიზნებისთვის. აჯანყებულებს გამარჯვების შემთხვევაში იმერეთის მეფედ სთავაზობდა საკუთარი შვილის, გრიგოლის, კანდიდატურას.

ოჯახი რედაქტირება

ქალიშვილი მართა წერეთელი — ლევან დადიანის მეუღლე.

ლიტერატურა რედაქტირება