ზურაბ კომახიძე

ზურაბ კომახიძე (დ. 3 თებერვალი, 1926, აჭყვისთავი — გ. 23 დეკემბერი, 2008) — ქართველი გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი.

1936-1942 წლებში სწავლობდა ბათუმის პედაგოგიურ ტექნიკუმში, საიდანაც სწავლა გააგრძელა ხულოს პედაგოგიურ სასწავლებელში, რომელიც დაამთავრა 1943 წელს. 1945 წელს დაამთავრა ბათუმის ორწლიანი სამასწავლებლო ინსტიტუტის საბუნებისმეტყველო-გეოგრაფიის ფაკულტეტი. 1948 წლიდან სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე მეორე კურსიდან, რომელიც დაამთავრა 1952 წელს ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

მუშაობდა სოფელ დღვანის რვაწლიანი სკოლის დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად. 1952-1955 წლებში მუშაობდა სოფელ ჩაისუბნის საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ და გეოგრაფიის მასწავლებლად. 1954-1956 წლებში სოფელ აჭყვისთვის საშუალო სკოლის დირექტორად. 1956-1960 წლებში ამავე სოფლის კოლმეურნეობის თავმჯდომარედ. 1960-1965 წლებში ბათუმის საქალაქო კომიტეტის ინსტრუქტორად. 1965-1982 წლებში პირველი, მეთოთხმეტე და მეთექვსმეტე საშუალო სკოლების დირექტორად და გეოგრაფიის მასწავლებლად. 1982-1992 წლებში მუშაობდა ბათუმის განათლების განყოფილების გამგედ. 1992 წლიდან მუშაობდა გონიოს კოოპერაციული ინსტიტუტის ქიმიის ფაკულტეტის დეკანად, ასპირანტურისა და დოქტორანტურის განყოფილების გამგედ. 1994 წლიდან ამავე ინსტიტუტის პრორექტორი იყო. შემდეგ მუშაობდა აჭარის განათლებისა და კულტურის მუშაკთა მუზეუმის დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს რიგი სამეცნიერო ნაშრომები ეკონომიკურ საკითხებზე, მათ შორის 2 ბროშურა. სხვადასხვა დროს არჩეული იყო ქობულეთის რაიონისა და ბათუმის რაიონული და საქალაქო კომიტეტის წევრად. 1998 წელს არჩეულ იქნა ბათუმის საკრებულოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

1972 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა — „ჭარის სუბტროპიკული მეურნეობის აგრარულ-ინდუსტრიული კომპლექსი.“

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • სახალხო განათლების ამაგდარი : პედაგოგ შ. გუნიას ცხოვრება და საქმიანობა (ავტორი). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1983. გვ. 37

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბ., 2003 გვ. 160

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება