ზურაბ ანდრიაძე (დ. 3 მარტი, 1949, თბილისი) — ქართველი მეცნიერი, პოლიტიკოსი, ფიზიკოსი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

ზურაბ ანდრიაძე
დაბადების თარიღი 3 მარტი, 1949 (1949-03-03) (75 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი

1972 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი. ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ერთობა“. რუსთაველის საზოგადოებისაგან, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება