ზრიხიდაღესტნის ახინსკის რაიონის მთის სოფელი. მდებარეობს სამურის მარცხენა ნაპირზე.

გეოგრაფია რედაქტირება

ჩრდილოეთიდან მდინარის ხეობის გასწვრივ გადაჭიმულია სამურის ქედი. სოფლის მახლობლად მდებარეობს, იალკის მწვერვალი (3004 მეტრი). სოფელ ზრიხის მახლობლად სამურის ქედის ხეობებზე, მრავალი მდინარე ჩამოდის, მათ შორის ერთ-ერთი სოფელშიც მიედინება. სოფლის მახლობლად, ჰელმეტ-ახტინსკის ქედის ულამაზესი ხედი იშლება, სადაც წიწვოვანი მცენარეები ჭარბობს, ვიდრე სამურის ქედზე. ჰელმეტ-ახტინსკის ქედის უნიკალურობა მდგომარეობს, მის არეალზე გავრცელებულ უნიკალურ ფიჭვში, რომელიც ენდემური ჯიშისაა. ზრიხში მდინარეები არ არის ღრმა, მაგრამ ზაფხულში, როდესაც მყინვარების დნობა იწყება, ძლიერი წვიმისას შესაძლებელია ტალახის ნაკადმა წყალდიდობა გამოიწვიოს.

დაშორება ზრიხიდან ახტას რაიონის ცენტრამდე არის 16 კილომეტრი. სოფელი რუთული, სოფელ ზრიხიდან 17 კილომეტრში მდებარეობს. უახლოესი რკინიგზის სადგურია ბელიძი 118 კილომეტრით. უახლოესი ქალაქი, დერბენტი, 116 კილომეტრით არის დაშორებული.

მოსახლეობა რედაქტირება

სოფელში 553 კომლი ცხოვრობს, ხოლო მოსახლეობა 1871 ადამიანს შეადგენს. 2010 წლის მოსახლეობის მთლიანი რუსული აღწერის შედეგების თანახმად, სოფელში ცხოვრობდა 1839 ადამიანი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით ზრიჰში 1,790 ადამიანი იყო. რელიგიით, სუნიტი მუსლიმები. 1869 წელს სოფელში ცხოვრობდა 485 ადამიანი, რომელთაგან კაცები - 255; ქალები კი 230 იყვნენ. 1886 წელს სოფელში ცხოვრობდა 768 ადამიანი.

ისტორია რედაქტირება

1839 წელს ზრიხმა ანექსია განიცადა, გახდა დაღესტნის რეგიონის სამურის რაიონის ნაწილი. სოფელთან ერთად, ჩამოყალიბდა ზრიხის სოფლის საზოგადოება, როგორც რუსეთის ნაწილი. XIX საუკუნეში ზრიხში სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა კადიებისა და უხუცესების მიერ შარიათისა საფუძველზე მთის წეს-ჩვეულების მიხედვით. სოფელის ლეზგური სახელი „ცურგიარი“ მომდინარეობს სიტყვიდან „ცური“, რომელიც სპილენძს ნიშნავს. სწორედ აქედან წარმოიშვა მისი რუსული სახელი „ზრიხ“.

ინფრასტრუქტურა რედაქტირება

სოფელში არის კულტურის სახლი. ასევე, სოფელში მდებარეობს XIX საუკუნით დათარიღებული მეჩეთი, სკოლა და ბიბლიოთეკა.

ეკონომიკა რედაქტირება

სოფელში არ არსებობს კოლექტიური მეურნეობა ან სასოფლო-სამეურნეო ასოციაციების სხვა ფორმები, რის შედეგადაც კერძო საწარმოები სოფლის მთავარი ეკონომიკური ერთეულს წარმოადგენს. 90-იანი წლების დასაწყისში ადრე აყვავებული მებაღეობა გაფუჭდა. სოფლის მეურნეობა, რომელსაც ძირითადად კომბოსტო წარმოადგენდა, სოფელში ასევე არ არის განვითარებული. თუმცა, მეცხოველეობა ფართოდ არის განვითარებული: მოსახლეობა ფლობს 1,537 თავშესაქცევ პირუტყვს, ხოლო 700 მსხვილ პირუტყვს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება