ზონარკუდასებრნი (ლათ. Cordylidae) — ხვლიკების ოჯახი. შეიცავს 4 გვარის 30-ზე მეტ სახეობას. სხეულის სიგრძე (უკუდოდ) 25 სმ აღწევს. ზურგის მხარე ჩვეულებრივად მუქი მურა ან მუქი ნარინჯისფერია. რგოლოვანი ან ძლიერ წიბოვანი ქერცლი კუდზე წარმოქმნის სწორ რგოლებს, საიდანაც მოდის ოჯახის სახელწოდებაც. ზოგიერთი გვარის წარმომადგენელს მოკლე სხეული და კარგად განვითარებული კიდურები აქვს, ზოგიერთს კი — წაგრძელებული სხეული და განუვითარებელი კიდურები. გავრცელებული არიან სამხრეთ და ტროპიკულ აფრიკაში. ბინადრობენ ძირითადად მთებში. უმრავლესობა კვერცხოხლადმშობია. იკვებებიან უხერხემლოებითა და წვრილი ხერხემლიანებით.

ზონარკუდასებრნი
Cordylus giganteus
Cordylus giganteus
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Cordylidae

ლიტერატურა რედაქტირება