ზოგადი უნარების ტესტი

ზოგადი უნარების ტესტიერთიანი ეროვნული გამოცდების მიერ შემოღებული სავალდებულო ტესტი. ზოგადი უნარების ტესტი არ ამოწმებს მოსწავლის (აბიტურიენტის) საგნობრივ ცოდანას, მისი მთავარი მიზანი აბიტურიენტთა იმ უნარების შემოწმებაა, რომელიც მათ მიიღეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. იგი ასევე ამოწმებს ლოგიკური, მათემატიკური აზროვნების გარკვეულ დონეს, ასევე ტექსტის გააზრების უნარს. სწორედ ამიტომ იგი იყოფა ორ ნაწილად. ესენია ვერბალური ნაწილი და მათემატიკური ნაწილი.

ტესტის, თავისებურებებიდან გამომდინარე, არ ისწავლება სკოლაში, როგორც ცალკე საგანი. იგი თავდაპირველად დაინერგა 2005 წელს. 2006 წლიდან განსაზღვრავდა დაფინანსების ერთადერთ კრიტერიუმს. ტესტი არის არჩევითბოლოიანი, რომელშიც თითოეულ კითხვას აქვს 4 ან 5 სავარაუდო პასუხი. თავდაპირველად ტესტი შედგებოდა ორი ნაწილისგან. თითოეულში წარმოდგენილი იყო 50 კითხვა. თითოეული ნაწილი გრძელდებოდა 1.5 საათი. 2010 წლისთვის ორივე ნაწილი დაკომპლექტდა 40 კითხვით, დროის ხანგრძლივობა კი შენარჩუნდა.

2010 წლიდან ყველა აბიტურიენტისთვის სავალდებულო გახდა მინიმუმ 4 (აქედან ერთი - არჩევითი) გამოცდის ჩაბარება. სახელმწიფო დაფინანსების გაცემა ყველა გამოცდის შედეგის გათვალისწინებით ხდება. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მზადდება 5 ვარიანტი - ოთხი აბიტურიენტებისთვის, ხოლო ერთი - სტუდენტებისთვის.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება