ზვიად კვარაცხელია

1986 Writer.; born 22 April, 1986

ზვიად კვარაცხელია (დ. 22 აპრილი, 1986) — ქართველი მწერალი.

ზვიად კვარაცხელია
დაბადების თარიღი 22 აპრილი, 1986 (1986-04-22) (38 წლის)
დაბადების ადგილი თბილისი
საქმიანობა მწერალი
ენა ქართული
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

დაიბადა თბილისში. 2008 წელს დაამთავრა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი. 2007-2008 წლებში იყო საზოგადოებრივი ჟურნალი „პრემიერის“ არტრედაქტორი, ხოლო 2010-2011 წლებში – ჟურნალი "ქართული მწერლობის" რედაქტორის მოადგილე. 2010 წლიდან გამომცემლობების – „ინტელექტისა“ და „არტანუჯის“ – პროექტების კოორდინატორი და მთავარი რედაქტორია.

სამწერლო მოღვაწეობა რედაქტირება

მწერალს, გარდა რომანებისა და მოთხრობათა კრებულებისა, ლიტერატურულ პერიოდიკაში გამოქვეყნებული აქვს ნოველები, მინიატურები და მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებები. მისი მოთხრობები თარგმნილია თურქულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე და შესულია გამომცემლობების – Gece, ADK, Comma Press – ანთოლოგიებში.

2008 წელს გამოაქვეყნა მოთხრობათა კრებული „ჰაე“ (2008). მას მოჰყვა „ილია სამეგრელოში“ 2009 წელს, რომელიც მხატვრულ-დოკუმენტურ ჟანრს მიეკუთვნება. 2011 წელს გამოიცა მისი მოთხრობათა კრებული „ყიფლიბანდი“, რომელიც 2012 წელს წარდგენილი იყო პრემია საბაზე.[1] 2014 წელს რომანისთვის „ფორმა N100“ ავტორს მიენიჭა საბა საუკეთესო რომანისთვის. 2016 წელს რომანი ჰარუნ ჩიმქეს თარგმანით თურქულმა გამომცემლობამ გამოსცა. 2020 წელს გამოქვეყნდა მწერლის მომდევნო წიგნი „დარეკე! დაუბარე!“, რომელიც დოკუმენტური პროზაა.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

მოთხრობათა კრებულები რედაქტირება

  • „ჰაე“ (2008)
  • „ყიფლიბანდი“ (2011)

რომანები რედაქტირება

  • „ფორმა N100“ (2014)

არამხატვრული რედაქტირება

  • „ილია სამეგრელოში“ (2009)
  • „დარეკე! დაუბარე!“ (2020)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება